Google+

სიახლეები

04.07.2012
მიხეილ სააკაშვილი და ჰერმან ვან რომპოი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

<p>მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება. ჰერმან ვან რომპოის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციის გზაზე, მის სამშვიდობო პოლიტიკასა და განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც, მისივე შეფასებით, რეგიონსა და ბევრ სხვა ადგილზე წარმატების ნიმუშად იქცა. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და მოახლოებული არჩევნების თემაც განიხილეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი განსაკუთრებულად აფასებს საქართველოს მზაობას და გახსნილობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ევროპელი დამკვირვებელი დაესწროს საარჩევნო პროცესს. შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა, ევროკავშირის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. მისი თქმით, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა მედიისთვის ოფიციალური განცხადებები გააკეთეს.</p>

ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)