Google+

სიახლეები

12.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი დედოფლისწყაროში ფერმერთა მომსახურების ახალ ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დედოფლისწყაროს ფერმერთა მომსახურების ახალ ცენტრს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო იმ მომსახურებას, რომელსაც ცენტრი ფერმერებსა და გლეხებს სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილი ცენტრის მუშაობის დეტალებით დაინტერესდა და ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრისგან მიიღო. პრეზიდენტის თქმით, ტრაქტორების დეფიციტის გადასაფარად, კიდევ ათასი ტრაქტორის შემოტანაა საჭირო. ქვეყნის პირველმა პირმა ტექნიკის ხელმისაწვდომობის საკითხიც დააყენა და ზაზა გოროზიას შესაბამისი დავალებაც მისცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარია გლეხმა პროდუქციის იაფად მოყვანა შეძლოს, რისთვისაც საჭირო ცოდნა ამ ცენტრების დახმარებით უნდა მიიღოს.  

მომსახურების ცენტრებში არსებული მექანიზაციის საშუალებებით 42 სახეობის აგროოპერაციის შესრულება, ასევე სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შეღავათიან ფასად შეძენა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაა შესაძლებელი.   

მსგავსი ცენტრები უკვე საქართველოს 12 რაიონში გაიხსნა, რომელთაგან ექვსი   მრავალპროფილიანია. აქვე მოქმედებს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და საინფორმაციო ცენტრები, სადაც ფერმერები შეძლებენ მიიღონ კონსულტაცია წარმოების ტექნოლოგიების, ახალი ჯიშების, ფერმერული მეურნეობების მართვისა და ნიადაგის განაყოფიერების შესახებ.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)