Google+

სიახლეები

11.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში ტექნიკური მომსახურების ცენტრი დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილი დღეს ოზურგეთის რაიონში სოფელ მერიის ტექნიკური მომსახურების ახალ ცენტრს ესტუმრა, რომელშიც გაერთიანებულია ფერმერთა სახლი, სასუქის გამცემი პუნქტი და ყველა ის მომსახურება, რომელიც ფერმერს სასოფლო-სამეურნეო მიწის დასამუშავებლად სჭირდება. სერვისცენტრში 21 ტრაქტორი, სხვადასხვა დანიშნულების 32 დანადგარი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ტექნიკაა განთავსებული. მიხეილ სააკაშვილი ცენტრის მუშაობას პირადად გაეცნო, ახალი ტექნიკა დაათვალიერა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება მგავსი ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ფერმერები აქ ახალ ტექნოლოგიებს ეზიარებიან, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საწინდარია.  

„მსგავსი ცენტრების მეშვეობით 2015 წლამდე სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მხოლოდ გაორმაგება, არამედ უფრო მეტი შედეგის მიღწევაც შეიძლება. ასეთი ცენტრით  იწყება ყველაფერი - სწორედ ეს არის ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა. მთავარია, რომ ტექნიკა მთლიანად არის გასული სამუშაოებზე. ეს არის ის, რაც წარსულს ჩააბარებს სოფლის მეურნეობის  მოძველებულ, საბჭოთადროინდელ სისტემას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ცენტრი ფერმერებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. მათ შეუძლიათ ტექნიკის გამოყენების თაობაზე ხელშეკრულება ადგილზე გააფორმონ, მომსახურების საფასურიც იქვე გადაიხადონ და ხელსაყრელ ფასად მათთვის სასურველი ნებისმიერი სასუქი და შხამ-ქიმიკატები შეიძინონ. მოთხოვნის შემთხვევაში კი, სპეციალისტები ფერმერებს საჭირო კონსულტაციასაც გაუწევენ. მომსახურების ცენტრი მეწარმეებისთვის აგროტურებსაც აწყობს, აქვე ფერმერები ახალ ტექნოლოგიებსაც ეცნობიან და პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენენ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)