სიახლეები
05.06.2012
საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თავმჯდომარეობით, შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. შეხვედრისას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის საკითხებიც განიხილეს და რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. მათ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში მიმდინარე ცვლილებებზეც ისაუბრეს და ამ მხრივ დაგეგმილ სამომავლო პროექტებზეც იმსჯელეს. შეხვედრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის ქვეყნებს არჩევნებამდე 7 თვით ადრე მოსთხოვა დამკვირვებლების გამოგზავნა.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.