Google+

სიახლეები

13.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  თბილისში სტიქიის შედეგად  მომხდარი უბედურების გამო, რასაც ტრაგიკული შედეგი მოყვა. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანაუგრძნობს მათ ახლობლებს.

მოსული უხვი ნალექისა და მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.

მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში დედაქალაქსა და აღმოსალეთ საქართველოში, სადაც სტიქია მძვინვარებდა, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური, რათა მაქსიმალურად აცილებულიყო  შესაძლო მსხვერპლი.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)