Google+

სიახლეები

11.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბიზნესდაჯილდოების „მერკური-2012“ მონაწილეებს მიმართა

 

მოგესალმებით ყველას!

დღეს დავათვალიერე თბილისის განახლებული ინფრასტრუქტურა.

თბილისის ათასწლოვან ისტორიაში არც ერთ ეპოქაში ასეთ მოკლე პერიოდში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ახლა შენდება და რამდენიც შემდეგ 3-4 წელიწადში აშენდება.

ჩვენ მართლაც ვცხოვრობთ ძალიან საინტერესო ეპოქაში.

როდესაც თბილისის აღმშენებლობაზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას, რომ პრინციპში, ძველი თბილისი ძალიან პატარაა, ძალიან კამერული და თან აღა მაჰმად ხანის გადავლილი და გადამწვარი.

მე-19 საუკუნეში პირველი აღმშენებლობა გრაფმა ვორონცოვმა დაიწყო; მე-20 საუკუნეში ლავრენტი ბერიამ გააგრძელა, რომელმაც, სხვათა შორის, სტალინს მოაწერინა ხელი და მეტროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი; შემდეგ 60-იან წლებში გაგრძელდა და ახლა აღმშენებლობის შემდეგი ეტაპი დადგა.

დღევანდელი აღმშენებლობა იმით განსხვავდება კომუნისტური რეჟიმის დროისგან , რომ იმ დროს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი კეთდებოდა, რადგან საქართველო იყო რაღაცის დანამატი.

იმის მიუხედავად, რომ პატარა ქვეყანა ვართ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი გაჭირვებაა, არ გვაქვს უფლება, რომ მეორეხარისხოვანი რამ გავაკეთოთ.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ სხვებს შევეჯიბროთ.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მინიმუმ, ამ რეგიონში ყველფერი საუკეთესო შევქმნათ.

ამას წინათ, სტუმრად გვყავდა მეგობარი შეიხი, რომელიც გაკვირვებული დადიოდა ჩვენი აღმშენებლობის შემხედვარე.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეველოპერი დონალდ ტრამპი იყო აქ ჩამოსული და თქვა: დაიმახსოვრეთ ეს ეპოქა. ის, რასაც თქვენ დღეს აშენებთ, შესაძლოა, შემდეგ პერიოდებში კარგად ვერ შეინარჩუნონ, მაგრამ დანგრევით ვეღარ დაანგრევენ. თავადაც ვერ აცნობიერებთ ბოლომდე რამდენად უნიკალურია ის აღმშენებლობა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობსო.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის ვინმეს მონოპოლია - ამას ყველანი ერთად ვაკეთებთ, უპირველესად კი, ქართული ბიზნესი.

მათ შორის, ის, რაც კეთდება სახელმწიფოს მიერ, კეთდება იმ გადასახადებით, რომელსაც თქვენ იხდით.

ეს კეთდება იმ კრედიტებით, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, თუმცა დღეს ბევრად ნაკლები კრედიტი გვაქვს აღებული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი უფრო მეტია, ვიდრე ვალი.

პირიქით, ვალი შემცირდა და მძიმე ტვირთად არ აწევს ბიუჯეტს.

ჩვენ კიდევ გვაქვს მანევრის შესაძლებლობა, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენგანის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია.

დღესაც, როდესაც ვამბობდი, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ვერც კი წარმომედგინა, რომ თბილისში შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი მასშტაბის  სამუშოების  გაკეთება.

რითი იზომება აღმშენებლობა?

ეს არის ახალი კომუნიკაციები, ახალი სატრანსპორტო არტერიები.

ახლა იმაზე  მძლავრი სატრანსპორტო არტერია კეთდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,  ვიდრე  გაკეთდა მეოცე საუკუნეში;

2-3 სართულიანი ესტაკადები შენდება თბილისის ცენტრში;

იმას გარდა, რომ მეტროს მშენებლობა გრძელდება, ახალი სავაჭრო ცენტრის მიმართულებით, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში, ვამატებთ სადგურს თბილისისკენ;

ასევე თბილისში შემოგვაქვს ფრანგული ტრამვაი, რომელიც ვაკე-საბურთალოს გზიდან, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ორთაჭალამდე მივა;

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელსაც ასეთი ტიპის ტრამვაი ექნება და ესეც ახალი სატრანსპორტო საშუალებაა;

ვფიქრობ, საქართველოს სხვა ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში აუცილებლად დაგვჭირდება მონორეიდი და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ;

მომავალი წლის დამლევს თბილისიდან ბათუმში მატარებელი ჩავა 3 საათსა და 20 წუთში, რადგანაც მიმდინარეობს რკინიგზის სწრაფი მოდერნიზაცია;

ასევე ვაშენებთ აეროპორტს ქუთაისში, რომელიც გაიხსნება სექტემბერში და საგრძნობლად განტვირთავს თბილისს - თანაც ნურავის ეწყინება, მაგრამ საქართველოში ხალხს უჭირს და იაფი ბილეთები სჭირდება. ქუთაისში მშენებარე აეროპორტი კი, რომელიც ვერა ქობალიასა და გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით შენდება, განკუთვნილი იქნება იაფი ფრენებისათვის. ამათან დაკავშირებით უკვე რამდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.

ახალი რკინიგზით ქუთაისისა და თბილისის შემაერთებელი მონაკვეთი საათნახევარში დაიფარება და რკინიგზის სადგური ძალიან ახლოს იქნება  აეროპორტთან.

კეთდება ახალი ავტობანი, რომელიც ასევე შეაერთებს თბილისს ქუთაისთან და აეროპორტთან ძალიან ახლოს გადის. ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ დასავლეთ საქართველო გამოცოცხლდეს.

ფოთში შენდება ძალიან დიდი აეროპორტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები, ჩვენი ვარაუდით, მომავალი წლის ზაფხულისთვის დამთავრდება.

ეს იქნება დიდი და საუკეთესო აეროპორტი, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვების ფუნქციას შესძენს ქალაქს და შეავსებს ბათუმის აეროპორტს, მოემსახურება მესტიას, ანაკლიას, თავისთავად, ფოთს და შემდგომში - ლაზიკას.

მსურს რამდენიმე სიტყვა ლაზიკაზეც მოგახსენოთ.

ეს ქალაქი ჩემი აკვიატება არ არის. მინდა შეგახსენოთ, რომ ქალაქი ფოთი, მეცხრამეტე საუკუნემდე არ არსებობდა. ფოთი შექმნა ნიკო ნიკოლაძემ, როგორც პორტი. შექმნა იმ იმპერიაში, რომელსაც სურდა, რომ საქართველო ყოფილიყო მეორეხარისხოვანი.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტს შევქმნით, ბევრად უფრო კარგს და ამიტომაც ვართ დამოუკიდებელი.

ჩვენ შეგვიძლია სატრანზიტო ფუნქციაც შევითავსოთ შუა აზიიდან და  ჩინეთიდან .ამისათვის, გვჭირდება საგანგებო იურიდიული სტატუსი.

ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო ცვლილებები ლაზიკას ასაშენებლად.

სოფლის პირობებში, გარშემო ასობით ათასი ძალიან განათლებული ადამიანია, ამიტომ მოსახლეობის პოტენციალი ლაზიკას და ფოთის განვითრებისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანიაა.

ეს იქნება დამატებითი სტიმული ფოთის განვითარებისთვის, რადგან, გარკვეულწილად, ბათუმის განვითარების პარალელურად, ფოთის განვითარება დიდად არ ჩანს, თუმცა ფოთში ბევრი რამ გაკეთდა და  კიდევ კეთდება.

 პარლამენტის ქუთაისში გადასვლა , არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი როგორც საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით ასევე  დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გადატანა ყოველწლიურად მოგვცემს 2-3 პროცენტიან ზრდას ერთიანი ეროვნული პროდუქტის, იმის გამო, რომ ყველაფერი მოდის მოძრაობაში, ეს მარტო პარლამენტი არაა, აქვე რამდენიმე კილომეტრში წყალტუბოში ჩვენ ვხარჯავთ 200 მილიონ ლარს ინფრასტრუქტურაზე და შემდგომ წლებში დაიხარჯება რამოდენიმე ასეული მილიონი დამატებით, თუ მილიარდები არა. .. არის ინდუსტრიული ზონები,კლასტერები რომლებსაც ჩვენ ვანვითარებთ,იქვე არის საირმე, აბასთუმანი. არ შემიძლია არ ვთქვა იმ ცვლილებებზე რაც  ახალციხეში ხდება, სადაც ყველას გირჩევთ,რომ წახვიდეთ და თავად ნახოთ  რა  კეთდება- ეს გამაოგნებელია.

 

მსაგვსი არაფერი არასდროს არ ყოფილა საქართველოში,მართლა ახალი ტურისტული ქალაქი შენდება,რომელიც  დუბროვნიკსაც და ბევრ სხვა ევროპულ ცენტრსაც ჯობია.ეს  კი კეთდება ჩვენს ეპოქაში,ჩვენი ხელით.ახალციხეში  რამდენიმე მაგარი სასტუმრო შენდება და მე ვფიქრობ რომ სულ მალე  ,ათეულობით სასტომრო გვექნება  ბორჯომში,აბასთუმანში .

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მნივნელოვან საკითხზე,ჩვენ,მსოფლიო ბანკთან ერთად შემოვიღეთ ახალი პრაქტიკა .  ჩვენ გამოვაცხადეთ სატენდერო განცხადება „ფაინეშელ ტაიმში“,მსოფლიო ბანკთან ერთად ,ბიზნეს ვაძლევთ საშუალებას,რომ თვითონ მოგვცეს შეკვეთა,

 

 სიტყვაზე,შემოგვთავაზოს კონკრეტული ბიზნესის განვითარება და ხალხის დასაქმება , ამისთვის კი სახელმწიფოს  გვთხოვოს,რომ მომიყვანოთ გზები,დამატებითი დენის ხაზები,ოთ წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი. .. ჩვენ ამას გავაკეთებთ.

როგორც სახელმწიფო ჩვენი ამოცანაა ,რომ შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები სწორედ ეს არის   ვარდების რევოლუციის იდეოლოგია. სიტყვა   რევოლუცია და ბიზნესი ერთმანეთთან ისტორიულად შეუთავსებელი იყო ,მაგრამ ჩვენი რევოლუცია ეს არის  სულ სხვა ტიპის რევოლუცია,ის  ეფუძნება ბიზნესისთვის ძალიან დიდი გზებისა  და შესაძლებლობების გახსნას,იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოებას.

რა არის თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოება?თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოება არის ,როდესაც საქართველოს ყველა რეგიონში, ცენტრსა თუ გარეუბანში ყველაფერი ვითარდება.თბილისში ძალიან დინამიურად მიდის გარეუბნების განვითარება  გლდანის,ვარკეთილის,ვაზისუბნის,სამგორის.

ყველაფერი იცვლება,მათ შორის შესაძლებლობებიც.

 

ახალ საბაჟოს ვხსნით კარწახში,უზარმაზარი რკინიგზის ქსელი იხსნება ახალქალაქი- ყარსი -ახალქალაქის მიმართულებით, რომელიც იქნება წარმოუდგენელი მასშტაბის გამტარიანობისა და ძალიან დიდი ტვირთბრუნვის შესაძლებლობებით გამორჩეული. ახალციხე ისევ ხდება სამხრეთ საქართველოს ცენტრი.ძალიან მაგრად ვითარდება მთელი კახეთი.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალიან ჩქარა, იმიტომ რომ სახელმწიფო არის ხალხის სამსახურში.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთიან შესაძლებლობებზე, მათ შორის ეს არის  ჩვენი სავადმყოფოების რეფორმაც, რაც  

ყველას აძლევს შესაძლებლობას იმკურნალოს უკეთეს პირობებში.უკეთესი განათლება მისცეს საკუთარ შვილს . დღეს ამ პირობების თანამონაწილე  საქართველოს 4მილიონ 700 ათასი მაცხოვრებელი ხდება და სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელობის  განსხვავება. ეს არის ვარდების რევოლუციის ფსიქოლოგია და იდეოლოგია.

 რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ხალხს ძალიან უჭირს ,მაგრამ უნდა ავღნიშნო ,რომ

რეალურად, ეს არის თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაგრძელებთ. ახლა პარლამენტი იღებს კანონს, საჯარო სამსახურის შესახებ. მე მინდა უბრალოდ ყველა მოქალაქემ იცოდეს, იმიტომ, რომ ხშირად არის განცდა, რომ ნაცნობები თუ არა გყავს, მეგობრები თუ არა გყავს, ვერსად ვერ მოეწყობი.წლების წინ ამ განწყობას საფუძველი ნამდვილად ქონდა. ჩემ მთავრობაში მყავდა მინისტრები, ვინც თავისი დეიდაშვილები მოაწყვეს მაგალითად, თავის მოადგილეებად, ან დეპარტამენტების უფროსებად.ისინი  აღარ არიან  მინისტრები, როგორც წესი მათ  ვემშვიდობებოდი რამდენიმე კვირაში, როგორც კი ამ ფაქტის შესახებ  ვიგებდი.

         ახლა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი თანამდებობის შევსება საჯარო სამსახურში, სამინისტროში და სხვა სახელმწიფო უწყებებში და თვითმმართველობაში მხოლოდ კონკურსის გზით გახდება შესაძლებელი.  კონკურსი ცხადდება ელექტრონულად, www.hr.gov.ge ინტერნეტში განთავსებული განცხადებებით. განცხადებების მიღება კონკურსისთვის უნდა მოხდეს ელექტრონული წესით,  კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი და ცნობილი ყველასთვის. დაწინაურება საჯარო სამსახურში უნდა ხდებოდეს კონკურენციის წესით თანაბარი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში.  მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი მოვლენა. ყოველშემთხვევაში,  ჩვენს რეგიონში  ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ამ წესებს მიიღებს, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით თანაბარი შესაძლებლობების სახელმწიფოს - მერიტოკრატიას.

 

ჩვენ, რა თქმა უნდა ვაძლევთ ხალხს განათლების საშუალებას, დღეს ყველა ბავშვი საქართველოში იღებს კომპიუტერს, როდესაც შედის სკოლაში. მათ შორის, განსაკუთრებით მიხარია, რომ ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ბავშვებს აქვთ ამის  საშუალება, რადგან მათ სხვა ფსიქოლოგია უჩნდებათ ეგრევე.

 

 

ჩვენ ბათუმში სექტემბერში ვხსნით კავკასიაში ყველაზე მაგარ შენობას,  ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,სადაც შემოგვყავს ამერიკული უნივერსიტეტი სრულფასოვანი კემპუსით. ჩვენი  მთავარი ამოცანაა, რომ  კურსდამთვრებულები  დავტოვოთ საქართველოში. ჩვენი ტექნიკური სასწავლებლები,რამდენიმე მაინც უკვე ისეთი დონის არის,რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებენ მუშაობას და გვინდა,რომ ისინი  საქართველოში დარჩნენ,იმიტომ რომ საქართველოში ვქმნით,კიდევ ერთხელ ვიმეორებ თანაბარი შესაძლებლობების მქონე საზოგადოებას,სადაც წარმატების მიღწევა შედარებით ადვილია და მაქსიმალურად მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ.მაქსიმალურად მივესალმებით ყველა წარმატებულ ადამიანს, რადგან   საბოლოო ჯამში ,თითოეული თქვენთა განის ცალკე აღებული წარმატება ეს არის    ქვეყნის წარმატება მთლიანობაში. ეს კი  ერთხელ და სამუდამოდ უმუშევრობის და სიღარიბის გადალახვაა,რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა.

მე ვფქირობ 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით , 10 პროცენტით ნაკლები უნდა იყოს უმუშევრობის მაჩვენებლის დონე და

ამ გეგმას აუცილებლად შევასრულებთ, თუ  რაღა თქმა უნდა  მსოფლიო ეკონომიკაში სრული კოლაფსი   არ მოხდა.2015 წლისთვის ჩვენ გვჭირდება განვითარებული ინფრასტრუქტურა.

შესაძლებლობები ბევრია და მიხარია, რომ კომპანიების რაოდენობაც  ყოველღიურად უფრო იზრდება.  წარმატებებს გისურვებთ.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)