Google+

სიახლეები

09.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციაზე

უპირველეს ყოვლისა, მსურს ყველას მოგესალმოთ აქ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალურ შეხვედრაზე.  თავისთავად, მსგავსი შეხვედრების გამართვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

უმნიშვნელოვანესია, რომ ძალიან ბევრი  მნიშვნელოვანი ფორუმი იმართება ჩვენს ქვეყანაში და  სულ უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის.

მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ მეგულება, სადაც ტურიზმი ასეთი მასშტაბით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება.

იმ წელს, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოს 120 000 უცხოელი ვიზიტორი ჰყავდა და მათი აბსოლიტური უმრავლესობა ქართველები იყვნენ უცხოური პასპორტებით.

შარშანწინ ორი მილიონი ტურისტი გვყავდა, შარშან - თითქმის, სამი მილიონი. წელს ოთხ მილიონამდე ვიზიტორს ველოდებით , მომავალ წელს კი, ვიმედოვნებთ, რომ ხუთ მილიონამდე გვეყოლება.

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ტურიზმის განვითრება რამდენიმე ასპექტით არის მნიშვნელოვანი.

უპირველესად, ეს არის ეკონომიკური ასპექტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხალხის დასაქმებას.

ყველაზე მეტად დასაქმების პერსპექტივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სფეროშია. თანაც, როგორც ყველამ ვიცით, ტურიზმს შედარებით ნაკლებად ეხება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

ამგვარად, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი საქმდება ტურიზმის ინდუსტრიაში.

მაგალითად, ბათუმში ბევრი დიდი სასტუმროა, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა არც ერთ სასტუმროში აღარც ერთი ადგილი არ არის, რაც ბათუმელებს და ბათუმის გარშემო აჭარის მკვიდრთ საშუალებას აძლევს გახსნან პატარა სასტუმროები, საოჯახო ტიპის ობიექტები და ჩამოსული ტურისტები გადაინაწილონ.

ასევე ტურიზმს ჩვენთვის აქვს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტი.

დღეს აღინიშნება ფაშიზმზე  გამარჯვების მორიგი წლისთავი. მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს ძალიან ბევრმა მკვიდრმა გაწირა თავი ფაშიზმის  დასამარცხებლად. ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულ ადამიანთა რაოდენობით, საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო პირველ ადგილზე იყო.

დღევანდელი ვითარების ცინიზმი გამოიხატება იმით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ისევ გაჩნდნენ ოკუპანტები და ოკუპირებულები.

მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპარლამენტისა და სხვა ძალიან ბევრი საერთაშორისო რეზოლუციის თანახმად, რუსეთი საქართველოს  ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას ახორციელებს.

რუსეთმა მიაღწია იმას და ეს რუსეთის მთავრობის მიერ რუსი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ქვეყანამ, რომელმაც სხვა ქვეყნებთან ერთად გაიმარჯვა ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში, დღეს საერთაშორისო ტერმინოლოგიით თავად არის მოხსენიებული სხვა ქვეყნის ტერიტორიის  ოკუპანტად.

ამის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ საქართველომ გამოაცხადა ცალმხრივი, კონსტრუქტიული დამოკიდებულება რუსეთთან. მსგავსი რამ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია.

იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ვიზების მიღება ქართველებისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ჩვენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ შემაშინებელი გაფრთხილების მიუხედავად იმის თაობაზე, თითქოს მათ საქართველოში საფრთხე ემუქრებათ, რუსი ტურისტების რაოდენობა, პრაქტიკულად, გაორმაგდა.

წელს ჩვენ რუსეთის ფედერაციიდან მილიონ ტურისტს ველით.

საქართველოს მიდგომაა ის, რომ ამ ქვეყანაში შემოსასვლელად არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ ჭირდებოდეს ვიზა.

ხშირად ამაზე გვაკრიტიკებენ, მაგრამ ვპასუხობ: რა გასაკვირია მსგავსი პოზიცია სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს ვაძლევთ უვიზოდ შემოსვლის საშუალებას.

ამიტომ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ასპექტის თვალსაზრისით.

ერთი მილიონი რუსი საქართველოში, ჩვენთვის უბრალოდ ეკონომიკური საკითხი კი არ არის, ერთი მილიონი რუსეთის მოქალაქე გაიგებს სიმართლეს საქართველოს შესახებ და თავის ქვეყანაშიც გაავრცელებს მას.

დარწმუნდებიან და იტყვიან, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა.

ევროკავშირის ბოლო სამი წლის გამოკვლევებით, საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში - უფრო უსაფრთხო ვიდრე დანია, ისლანდია, შვედეთი, აღარაფერს ვამბობ საფრანგეთსა და გერმანიაზე, რომლებთან შედარებითაც საქართველოში 40–60 პროცენტით უფრო ნაკლებია დანაშაულის დონე; თითქმის, ხუთჯერ ნაკლები, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში და თუ არ ვცდები, ოთხჯერ ნაკლები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით.

თითოეული ვიზიტორი იტყვის, რომ საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპასა და მათ სამეზობლოში; იტყვის, რომ საქართველოში ინფრასტრუქრურა ვითარდება ძალიან სწრაფად.

უკვე აშენებულ აეროპორტებთან ერთად, ვაშენებთ თანამედროვე, საერათაშორისო აეროპორტს ქუთაისსა და ფოთში; ვაშენებთ ავტობანს, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს თურქეთის საზღვართან შეაერთებს. ანუ იქნება ბაქო–სტამბულის ავტობანი, ყველაზე ხარისხიანი გზებით.

საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ მთელ ტერიტორიაზე ჰქონდეს ყველაზე ხარისხიანი გზა.

ჩვენ ავაშენეთ გზა მესტიაში, რომელიც სწორედ უგზოობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს. ამიტომ, ჩვენგან დაბრუნებული ტურისტი იტყვის, რომ აქ ძალიან განვითარებული ინფრასტრუქტურაა.

იტყვის იმასაც, რომ აქ არ არის კორუფცია, რადგან ბევრი რუსი შემოდის საავტომობილო გზით და მათ იციან კარგად, რომ თავისი ქვეყნისგან განსხვავებით არც ერთი საგზაო პოლიციელი მას უსამართლოდ არ აჩერებს.

ასევე იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა მსოფლიოში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს აქვს იმის პრეტენზია, რომ აქვს ყველაზე თანამედროვე სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მსოფლიოში.

თუ პასპორტი ელექტრონული ჩიპით არის აღჭურვილი, საქართველოს საზღვარზე შემოსვლისას, არც პასპორტის ამოღება გიწევს და აღარც მესაზღვრესთან შეხვედრა, თუმცა ჩვენი მესაზღვრეების ნახვა ერთი სიამოვნებაა.

ამას წინათ, „ევრონიუს“-ზე რეპორტაჟი გადიოდა იმის თაობაზე, რომ ევროპაშიც ასე მოხდება გადაადგილება.

საქართველო არის ევროპა და ევროპაში კი ასე გადაადგილდებიან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტურისტები იტყვიან: საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე ბიუროკრატიაა მსოფლიოს მასშტაბით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურა და თუკი აქ ვინმე ქონების შეძენას გადაწყვეტს, მისი რეგისტრაციაც ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი.

საწარმოების დარეგისტრირებაც ყველაზე სწრაფად სწორედ საქართველოში ხდება - ამას  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ვამბობ.

თუ ადამიანი მოინდომებს ბიზნესის დაფუძნებას, ჩვენ ბევრი პროცედურა გვაქვს ისეთი, რომელიც ყველაზე მარტივად მთელ მსოფლიოში საქართველოში შეძლებს.

ესეც არის ჩვენი რეფორმების კონკრეტული შედეგი, ამიტომ ტურისტს აქვს უსაფრთხოების ასპექტი.

გუშინ რუსეთის დუმაში რუსეთის იმ პრეზიდენტმა, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, განაცხადა, რომ მას არ უყვარს სააკაშვილი, მაგრამ უნდა მიბაძონ და რუსეთშიც განახორციელონ საქართველოს წარმატებული რეფორმები.  

მე არ ვიცი სხვა მაგალითი თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომ ასჯერ დიდი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს პატარა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, რამდენიმე წელიწადში აცხადებს, რომ ის მზად არის ამ პატარა ქვეყნისგან ისწავლოს როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა.

ეს არის პარადოქსი, მაგრამ, ამავდროულად, არის ის, რასაც ჩვენ აქ საქართველოში ვაღწევთ - ყოველივე ეს ჩვენი გახსნილობის შედეგია.

ჩვენ ქვეყანა ვართ, რომელიც არ ყვირის იმაზე, რომ ვართ დაჩაგრული, გაუბედურებული და ა.შ. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვვითარდებით, გვაქვს მომავალი და ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის.

საქართველოში წარმოუდგენლად დიდი აღმშენებლობა მიდის. ამას წინათ, „ევრონიუს“-ზე რეპორტაჟი გადიოდა იმის თაობაზე, რომ ევროპაშიც ასე მოხდება გადაადგილება.

საქართველო არის ევროპა, ევროპაში კი ასე გადაადგილდებიან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტურისტები იტყვიან: საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე ბიუროკრატიაა მსოფლიოს მასშტაბით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურა და თუკი აქ ვინმე ქონების შეძენას გადაწყვეტს, მისი რეგისტრაციაც ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი.

საწარმოების დარეგისტრირებაც ყველაზე სწრაფად სწორედ საქართველოში ხდება - ამას  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ვამბობ.

თუ ადამიანი მოინდომებს ბიზნესის დაფუძნებას, ჩვენ ბევრი პროცედურა გვაქვს ისეთი, რომელსაც ყველაზე მარტივად მთელ მსოფლიოში საქართველოში შეძლებს.

ესეც არის ჩვენი რეფორმების კონკრეტული შედეგი, ამიტომ ტურისტს აქვს უსაფრთხოების ასპექტი.

გუშინ რუსეთის დუმაში რუსეთის იმ პრეზიდენტმა, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, განაცხადა, რომ მას არ უყვარს სააკაშვილი, მაგრამ უნდა მიბაძონ და რუსეთშიც განახორციელონ საქართველოს წარმატებული რეფორმები. 

მე არ ვიცი სხვა მაგალითი თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომ ასჯერ დიდი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს პატარა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, რამდენიმე წელიწადში აცხადებს, რომ ის მზად არის ამ პატარა ქვეყნისგან ისწავლოს, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა.

ეს არის პარადოქსი, მაგრამ, ამავდროულად, არის ის, რასაც ჩვენ აქ საქართველოში ვაღწევთ - ყოველივე ეს ჩვენი გახსნილობის შედეგია.

ჩვენ ქვეყანა ვართ, რომელიც არ ყვირის იმაზე, რომ ვართ დაჩაგრული, გაუბედურებული და ა.შ. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვვითარდებით, გვაქვს მომავალი და ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის.

საქართველოში წარმოუდგენლად დიდი აღმშენებლობა მიდის.

ამას წინათ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა არქიტექტურულმა ჟურნალმა თავისი გამოცემის ერთ-ერთი ნომერი საქართველოს მიუძღვნა. იქ აღნიშნული იყო, რომ აღმშენებლობის თვალსაზრისით, ახალი ბრენდი წარმოიშვა და ეს არის საქართველო.

საქართველოში ასევე მიმდინარეობს ძველი ისტორიული ძეგლების სარესტავრაციო პროცესი.

მაგალითად, აქედან მივდივარ ახალციხეში - ეს, პრაქტიკულად, მივიწყებული ქალაქი სიცოცხლეს უბრუნდება.

ეს იყო ჩვენი დიდი ისტორიული მემკვიდრეობა - მე-17 საუკუნეში ახალციხე ყველაზე დიდი ქართული ქალაქი იყო და ყველაზე დიდი ქალაქი  - კავკასიაში. თუმცა იმის გამო, რომ სხვადასხვა იმპერიების ყველაზე მიყუჟულ კუთხეში იყო, მუდმივად მივიწყებული ჰქონდათ.

ჩვენ აღვადგენთ ახალციხეს და ეს იქნება ახალი ქართული სასწაული. თან ეს სამუშაოები მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპებით წარიმართება.

ამ არქიტექტურული ჟურნალის მესვეურები თავად არიან მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორები და თავად წერენ, რომ მსოფლიოში არსად არ უნახავთ მშენებლობის მსგავსი ტემპი, როგორსაც ისინი საქართველოში ხედავენ.

ეს არ ხდება მხოლოდ ახალციხეში - მანამდე იყო სიღნაღი, შემდეგ მცხეთა და მესტია,  იგივე მდგომარეობაა კახეთში, ბათუმის ძველ უბნებში.

ბათუმის ფრანგული კვარტალი ააშენა იმავე არქიტექტორმა, რომელმაც საფრანგეთში ააშენა ქალაქი ნიცა.

ეს უბანი აქ იყო ყველაზე გაუბედურებული ადგილი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ცუდი საცხოვრებლად, ჩამონგრეული სახლებით, ყველაზე უფრო მიტოვებული საბჭოთა კავშირის მიერ. მათ ის არ დაანგრიეს, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თავისით დანგრეულიყო.

მაგრამ ეს უბანი და ქალაქი დღეს არა მხოლოდ აღდგა მთელი ბრწყინვალებით, არამედ ნიუ ორლეანსაც დაუძმობილდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბათუმი ძალიან ჰგავს ნიუ ორლეანს - ლეგენდარულ ამერიკულ ქალაქს და როდესაც ნიუ ორლეანის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, პირადად ნახეს სგავსება, თავად გამოთქვეს ეს ინიციატივა.

დონალდ ტრამპი პირველ პროექტს ახორციელებს კონტინენტურ ევროპაში - ბათუმში აშენებს დიდ ცენტრს.

იგი მსოფლიოს ყველაზე დიდი დეველოპერი და ამ სფეროს ყველაზე საინტერესო მოღვაწეა მსოფლიოს მასშტაბით.

თუმცა მისი შენობა, შესაძლოა, არ იყოს ყველაზე მაღალი ბათუში - აქ შენდება 60-70-სართულიანი შენობები და ვინარჩუნებთ მისი ძველი უბნების ავთენტურობას.

ქუთაისი ყველაზე განადგურებული ინფრასტრუქტურის მქონე ქართული ქალაქი იყო. დღეს ის შენდება როგორც ყველაზე თანამედროვე ქალაქი.

26 მაისს გაიხსნება პარლამენტის დარბაზი და პარლამენტის შენობა გარედან იქნება დამთავრებული.

ამას გარდა, ქუთაისის ცენტრი ხელახლა აშენდა.

ხშირად ამბობენ, რომ ვაღდგენთ ქალაქების ისტორიულ იერ–სახეს.

საქართველოში ბევრი ადგილია, სადაც არაფერი არ იყო აღსადგენი და, პრაქტიკულად, ახალი ქალაქები შენდება.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვაღდგენთ ძველსაც და ვამაყობთ იმით, რომ ვაშენებთ ახალსაც.

საქართველოში აღდგა უძველესი ქრისტიანული ძეგლები, რამდენიმე ასეული ეკლესია.

მალე დავასრულებთ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას იუნესკოს პროექტის მიხედვით.  არქიტექტორი იტალიელია.

ამას გარდა, საქართველოში ძალიან ბევრ სხვა ისტორიულ ძეგლს ვაღდგენთ.

ასეთია ახალციხის რაბათი, მე–19 საუკუნის ბათუმის უნიკალური სინაგოგა...

ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას კვლავაც ვაპირებთ.

საქართველოს პარლამენტში შევიტანეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, სამეგრელოს ტერიტორიაზე ახალ საპორტო ქალაქს, ლაზიკას ვაშენებთ. მას განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს, რადგან მმართველობის განსაკუთრებული ფორმა ექნება. სამოქალაქო დავების განხილვის განსაკუთრებული იურისდიქცია გავრცელდება, რათა ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველი გახდეს ინვესტიციების განსახორციელებლად.

ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია ის, რომ ლაზიკა, ოკუპირებული აფხაზეთიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს; შავი ზღვის ყველაზე კანიონშია პორტის ასაშენებლად. ეს ქალაქი უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და განსაკუთრებული კლიმატით გამოირჩევა. ეს ქალაქი ახლოს არის რკინიგზასთან და ახალ საერთაშორისო აეროპორტთან. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სხვა საშუალებაა მისი განვითარებისთვის.

ამ ქალაქს უნდა მიეცეს ახალი განვითარების სტატუსი.

ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი აზიაში, ცენტრალურ ამერიკაში და გადავწყვიტეთ, რომ მას მივცეთ განსაკუთრებული საკონსტიტუციო სტატუსი.

რა თქმა უნდა, ლაზიკა ეკონომიკური პროექტია. ეს არის პროექტი იმისათვის, რომ გარშემომდებარე ადგილები,  ფოთი, მთლიანად სამეგრელო კიდევ უფრო მეტად განვითრდეს და მთელი რეგიონის გამწევი ლოკომოტივი გახდეს.

ეს არის რეგიონი, სადაც განსაკუთრებით ჭარბია სოფლის მოსახლეობა, მით უმეტეს,  აფხაზეთში განხორციელებული ოკუპაციის შედეგად.

ჩვენ გვინდა, რომ ხალხს სამუშაო და ახალი პერსპექტივა გაუჩნდეს.

ამ ქალაქის პროექტი არ არის ჩემი ფანტაზია. ყველაზე მოკლე სავაჭრო გზა ჩრდილოეთ ჩინეთიდან და შუა აზიიდან ევროპაში სწორედ საქართველოს პორტებზე გადის, ხოლო შემდეგ რუმინეთისა და ბულგარეთის პორტებზე.

ჩვენ გვჭირდება ახალი დამატებითი პუნქტი, ახალი ლოჯისტიკური ბაზა, რომლის მეშვეობითაც ევროპაზე გავალთ.

ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, უნდა აღვნიშნო, თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის დიდი პროექტი, რომელიც წელს ამუშავდება.

ამ პროექტის საშუალებით, თურქეთის გავლით ევროპის რკინიგზას ვუერთდებით, რადგან ჩვენი რკინიგზა ჩრდილოეთიდან ოკუპანტებმა ჩაკეტეს.

ახალქალაქში შენდება ძალიან დიდი სარკინიგზო კვანძი, ძალიან დიდი და ლამაზი სადგური.

რეგიონი, რომელიც საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი, მაგრამ ჩამორჩენილი იყო,  ძალიან სწრაფად ხდება ეკონომიკური ცენტრი. ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში ვითარდება სამკურნალო კურორტების მთელი ქსელი, რადგან ახალციხის გარდა, ვაპირებ დავათვალიერო აბასთუმანი, ბორჯომი, სადაც ევიენისა და პერიეს შემდეგ მსოფლიოში მესამე, ყველაზე პოპულარული მინერალური წყალია და ეს, ალბათ, არავინ არ იცის ამ დარბაზში.

ქალაქი ბორჯომი იყო ყველაზე განდგურებული. ბორჯომში ახლა შენდება რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი და რამდენიმე პატარა სასტუმრო.

შემდეგი კურორტი იქნება აბასთუმანი, რომლის განვითარებასაც დღევანდელი დღიდან ვიწყებთ.

გზიდან გადადიხარ საირმეში, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრია მინერალური წყლებისა და კულტურის თვალსაზრისით.

შემდეგ ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინებას.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - 5 წლის შემდეგ წყალტუბო იქნება ყველაზე დიდი საკურორტო სახელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიორიაზე, ამ რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს არის მეგამნიშვნელობის სამკურნალო წყლების ცენტრი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის. წყალტუბოში 4 თუ 5 საუკეთესო სასტუმროა, რომლებიც ცნობილი იტალიელი არქიტექტორების მიერ არის აშენებული გასულ საუკუნეში.

მსგავსი სასტუმრო მხოლოდ მარაკეშში მაქვს ნანახი. აქ კი, შიგნიდანაც და გარშემოც ყველაფერი განადგურებული იყო.

წელს უკვე ასობით მილიონს ვხარჯავთ იმისთვის, მოვაწესრიგოთ მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, წყალგაყვანილობა, ძველი მინერალური წყლების აუზები.

ინვესტორებმა უკვე მოკიდეს ხელი მის რეკონსტრუქციას და მომავალ წელს პირველი 5-ვარსკვლავიანი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასტუმრო შევა მწყობრში.

რაც მთავარია, ხალხისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, ეს იქნება წარმოუდგენელი ზრდისა და ეკონომიკური განვითარების სტიმული.

ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.

რაც შეეხება ღვინოს.

საქართველო არის ღვინის ქვეყანა, მაგრამ ეს იყო კარგად შენახული „საიდუმლო“ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში.

საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგალითად, ესპანეთში ან თურქეთში  ღვინის ბარში თუ შეხვალთ, მენიუს ფურცლებზე აუცილებლად ამოიკითხავთ, რომ ისტორიულად, ღვინო  საქართველოდან მოდის, მაგრამ იქ არასოდეს არ იყო ქართული ღვინოები.

დიდი მადლობა რუსეთს ღვინის ემბარგოსთვის, რადგან სწორედ ამ ემბარგომ მოგვცა ჩვენი ღვინის ხარისხის მკვეთრად გაზრდის საშუალება და, მართლაც, ის ახლა არ ჩამოუვარდება მსოფლიოს საუკეთესო იტალიური, ამერიკული, ფრანგული ღვინოების ხარისხს.

როგორც, ალბათ, თავადაც დარწმუნდით, ვაპირებთ, რომ ამ მხრივ მარკეტინგი გავაფართოვოთ.

ღვინის გასაღების მხრივ, პრინციპში, ყოველწლიური ზრდა გვაქვს იმის მიუხედავად, რომ ბაზარი ძალიან კონკურენტულია.

ჩვენში ღვინო ლოკალიზებულია რაჭის, იმერეთის რეგიონებში, ცოტაც - აჭარასა და ქართლში და, რა თქმა უნდა, კახეთში.

გვსურს, ყველა ტურისტმა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს ღვინო.

ამიტომ, გუშინწინ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ყველა ტურისტს, რომელიც ჩვენს აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებზე შემოვა, სასუვენირო ღვინის ბოთლები ვაჩუქოთ თავის ბროშურით - თუ რატომ არის საქართველო ღვინის ქვეყანა.

ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის აეროპორტის გარშემო ახალი, დიდი ვენახი გავაშენოთ და პირველი, რასაც ქვეყნის სტუმარი დაინახავს, მარცხნივ იქნება დიდი ახალი თანამედროვე უნივერსიტეტი, ხოლო მარჯვნივ - უზარმაზარი ვენახი.

საქართველო განათლებისა და დიდი კულტურის ქვეყანაა და ღვინოც ამ კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეს არ არის უბრალოდ მარკეტინგი - ეს არის ჩვენი სულის, ჩვენი იდენტურობის, ჩვენი განსაკუთრებული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

იცით თუ არა, რომ საქართველოში ღვინო მზადდება ისეთივე მეთოდით, როგორც მზადდებოდა რამდენიმე ათასი წლის წინათ, რაც მსოფლიოში უკვე აღარსად არ ხდება?

ჩვენი ღვინისთვის ესეც ერთი განსაკუთრებული ნიშაა მსოფლიო ბაზარზე, რომელიც მას გაცილებით მიმზიდველს ხდის საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტებისთვისაც.

ასე რომ, ჩვენ უამრავი მიმართულება გვაქვს, რომელიც უნდა განვავითაროთ.

მაგალითად სამთო-სათხილამურო თვალსაზრისით, აქამდე ორი კურორტი გვქონდა - ბაკურიანი და გუდაური.

ამ კურორტების გასაუმჯობესებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქაც მიმდინარეობს - გოდერძის უღელტეხილზე ახლა აჭარაში ვაშენებთ კურორტს - ე.ი. ბათუმს ექნება საკუთრი კურორტი აქედან ერთი საათისა და 15 წუთის სავალზე.

იქ ძალიან კარგი ადგილია და თოვლიც დღემდე დევს.

ასევე ვაშენებთ კურორტს სვანეთში.

შარშან ზაფხულში, მაგალითად, იქ აგვისტოში ალბერტო ტომბასთან ერთად ვისრიალე და შემდეგ ჩავყვინთეთ ზღვაში.

ჩვენ შეგვიძლია ყოველივე ამის განვითარება და თეთნულდსა და მესტიაში პირველი სამუშაოები უკვე შესრულდა - გავიყვანეთ პირველი საბაგირო, თეთნულდზე, უშგულსა და ეწერში ისეთივე სიგრძისაა სათხილამურო ტრასები, როგორიც არის კურშაველში.

ეს სიტყვები ავსტრიელი და ფრანგი ექსპერტების დასკვნებს ეფუძნება.

ჩვენ გვაქვს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ფრანგებთან ერთად წელს დავიწყებთ და უახლოესი სამი წლის განმავლობაში თეთნულდზე ავაშენებთ ყველაზე დიდ სათხილამურო კურორტს აღმოსავლეთ ევროპაში, თავისი უნიკალური კულტურითა და სამზარეულოთი.

აეროპორტიდან, რომელიც მესტიაში შარშან სამ თვეში ავაშენეთ, ამ კურორტებამდე უკვე ძალიან კარგი გზებით მივდივართ.

აეროპორტის არქიტექტორმა თქვა, ეს იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აშენებული სამოქალაქო აეროპორტი. 

უდავოა, რომ იქაც იყო და ჯერ კიდევ არის წარმოუდგენელი სიღარიბე, მაგრამ იქ, სადაც  ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი ერთნაირად იქნება განვითარებული, შეუძლებელია  სიღარიბემ უკან არ დაიხიოს.

ჩემთვის ეს არის იმ ხალხის სიღარიბიდან ამოყვანის ყველაზე უებარი საშუალება და ამიტომაც გვეჩქარება ასე ძალიან.

ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ხალხის გადამზადება.

საქართველოში ტურისტული პერსონალის გადამზადების რამდენიმე ცენტრი გავხსენით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

ჩვენ გვჭირდება მეტად ბევრი კვალიფიციური სპეციალისტი, მაგრამ ახალი კადრების მომზადებასთან დაკავშირებით, გვჭირდება თქვენი რჩევა, გამოცდილების გაზიარება და ბევრი სხვა ორგანიზაციული საკითხის გაცნობა.

დასაქმებისთვის საქართველოში ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის გეოგრაფიის გაფართოება.

უახლოეს წლებში, 10 მილიონი ტურისტი გარანტირებულად გვეყოლება, მაგრამ დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენ გვჭირდება მარკეტინგის სისტემის აწყობაც იმისათვის, რომ ახალი ქვეყნები შემოვიყვანოთ.

ეს აუცილებელია ტურიზმის განვითარებისთვის.

ტურიზმით არა მხოლოდ საზღვრებს გარეთ გადის აქედან ქვეყნის კულტურა და, შესაბამისად, მისი სახელი, არამედ ჩვენთანაც შემოდის და ვეზიარებით სხვა ქვეყნების კულტურას.

ამიტომ საქართველო ყოველთვის იყო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციული ტურისტების გარდა, რომლებიც საქართველოში რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოდიან, შორეული სახელმწიფოების მოქალაქეებიც ჩამოვიყვანოთ, კერძოდ, აზიიდან - იაპონიიდან, კორეიდან.

ჩინეთმა უკვე დაიწყო სიარული და ამ ქვეყანამ უკვე შეგვიყვანა რეკომენდირებულ ტურისტულ სიაში.

ძალიან მნიშნელოვანია ასევე ტურისტების ჩამოყვანა ევროპიდან.

აქ იმყოფება პოლონეთის ტურიზმის მინისტრი და მიმაჩნია, რომ პოლონეთშიც გვაქვს პოტენციალი 30-50-ჯერ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

პოლონელებმა ყველაფერი იციან საქართველოს შესახებ და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ბათუმზეც დაწერეს. ასევე ყველაფერი იციან პოლონეთზე ქართველებმა. თუმცა ამ ქვეყნიდან ტურისტების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა ჩამოდის.

ეს იმის შედეგია, რომ გარკვეულწილად გაწყდა კავშირი. როგორც კი ამ კავშირს აღვადგენთ, რამდენიმე წელიწადში, დარწმუნებული ვართ, შესაძლებელი გახდება პოლონეთიდან ერთი მილიონი ტურისტის ჩამოყვანა.

ამას გარდა, ბევრ ტურისტს ველოდებით დასავლეთ ევროპიდან.

მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზეა ლაპარაკი, ძალიან  მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპაში ბევრ ადამიანს საკუთარი თვალით ჰქონდეს ნანახი საქართველო.

ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა მხოლოდ რუსული პროპაგანდიდან არ უნდა შეექმნას  ხალხს და არ უნდა იფიქრონ, რომ ეს არის ჩამორჩენილი, გაუბედურებული, კონფლიქტებით მოცული ქვეყანა.

დღესაც კი მილიონობით თანხა იხარჯება ჟურნალისტების მოსასყიდად, სხადახვა ლობისტურ კომპანიებს საწარმოებლად, რათა საქართველო „გააშავონ“.

ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მარტივი გზა და უებარი საშუალება ერთი რამ არის -  ჩამოხვიდე საქართველოში და საკუთარი თვალით ნახო რეალობა.

ამ შემთხვევაში, სიბნელის ციხე–სიმაგრესავით ჩამოიშლება ეს შავი პიარი და ნათელი მოეფინება ყველაფერს.

ამას აკეთებს ტურიზმი.

ამიტომ, როგორც ვხედავთ, ტურიზმი ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შემოსავლის წყარო.

ჩვენთვის ეს არის იდეტურობის, ინდივიდუალობის საბუთი, რადგან ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, რომელსაც საკმაოდ რთულმა ისტორიამ ასწავლა როგორი უნდა იყოს.

რეინტეგრაცია სწორედ ამის გაგრძელებაა.

კიდევ  ერთხელ მინდა გითხრათ: ჩვენთვის მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ჩამობრძანდით და სიტყვა შეასრულეთ.

ძალიან კარგია, რომ დღეს აქ ყველა ერთად შევიკრიბეთ; ორ დღეში იმართება ეუთოს ძალიან დიდი კონგრესი, რომლის ფარგლებშც რამდენიმე ასეული ევროპელი დეპუტატი ჩამოვა; ამას მოყვება ევროპის კვირეული და საქართველოს ბევრი ევროპელი მოღვაწე ესტუმრება; ჩამოდიან სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები და მნიშვნელოვანი პირები.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო რეგიონისთვის და, ზოგადად, მსოფლიოსთვის, მართლაც, მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.

მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეთ.

დიდი მადლობა.

ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)