Google+

სიახლეები

07.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი საშობაო წირვა-ლოცვას გელათის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საშობაო წირვა-ლოცვას გელათის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო. სადღესასწაულო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა. მეუფემ პრეზიდენტი დალოცა, აღმშენებლობის საქმეში მას წარმატება უსურვა და საშობაო საჩუქრის სახით, სიმბოლურად, დავით აღმაშენებლის ხატი და გელათის თაფლი გადასცა.

„დღეს ბედნიერების მომსწრე გავხდით და ქვეყნად შობილ მაცხოვარს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანას ამ მძიმე ისტორიულ ჟამს, აღმოუჩინა პიროვნება, რომელიც აშენებს, არწივივით იცავს და დაჰყურებს სრულიად საქართველოს. მინდა ეს სიტკბო გაგატანოთ გელათიდან და იმერეთიდან, იმის სამადლობელოდ, რომ ამ წაქცეულ ქალაქს მიხედე“, - განუცხადა პრეზიდენტს მეუფე კალისტრატემ.

მიხეილ სააკაშვილმა გელათში შეკრებილ მრევლს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქუთაისის აღმშენებლობის პროცესი უფრო აქტიურად გაგრძელდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)