Google+

სიახლეები

05.01.2012
ქვეყნის პირველმა პირმა გარდაბანში ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილმა გარდაბნის რაიონში ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, პირველი პაციენტები მოინახულა და მათ საჩუქრებიც გადასცა. პრეზიდენტის თქმით, ადრე მსგავსი საავადმყოფო მხოლოდ თბილისში და ისიც რამდენიმე იყო. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ იქ დიაგნოზი დაესვათ, ფულის გადახდა ხდებოდა საჭირო. ქვეყნის პირველი პირი მედპერსონალსაც შეხვდა და მათ სამედიცინო დაზღვევის მნიშვნელობაზე ესაუბრა.  

„აქამდე დიაგნოსტიკის საშუალებაც კი არ გვქონდა, სხვა რაზე უნდა გველაპარაკა. ახლა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდა და არა მარტო დიაგნოზის დასმა, არამედ მკურნალობაც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კლინიკის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობასთან თითოეული შეხვედრა მას ახალ ენერგიას აძლევს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, გარდაბანში ყველაზე შრომისმოყვარე და თბილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც, ერთ დროს, აქ მთელი საქართველოდან დასახლდნენ. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის პოლიტიკა სწორედ იმისაკენ არის მიმართული, რომ ყველაზე დაუცველ ადამიანებს მიექცეს ყურადღება და ის ადგილები განვითარდეს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დატოვებული.

მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას, გარდაბანს საქართველოს მინი მოდელიც უწოდა.

ახალ საავადმყოფოში  თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში გაერთიანებულია ამბულატორიული, სტაციონარული, ქირურგიული, სამშობიარო და დიაგნოსტიკური განყოფილებები. ახალი კლინიკა 30 საწოლზეა გათვლილი და 50 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. მსგავსი ტიპის სამედიცინო ცენტრი ამ რაიონში პირველად აშენდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)