Google+

სიახლეები

09.11.2011
მანანა მანჯგალაძის განმარტება EurActiv-ის პოლონეთის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტება გააკეთა EurActiv-ის პოლონეთის  ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს თაობაზე, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით გაცემულ პასუხთან მიმართებაში. 

“გვსურს განვმარტოთ, რომ ინტერვიუს ეს ნაწილი არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება იგი 2013 წლის შემდეგ, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ორი წლის შემდეგ და როგორ  გაგრძელდება ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს  ხელისუფლება  ახორცილებს. პრეზიდენტი ორიენტირებულია საქართველოს განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ბოლო წლებში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი - პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც, გვსურს განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია”, - აცხადებს მანანა მანჯგალაძე.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)