Google+

სიახლეები

13.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი მესტიის ერთ-ერთ უძველეს უბანს ესტუმრა   

მიხეილ სააკაშვილი დღეს მესტიის ერთ-ერთ უძველეს უბანს, ლანჩვალს ესტუმრა, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შედეგად, კოშკებს, რომელთაგან უახლესი მე-12 საუკუნეშია აშენებული, პირვანდელი ისტორიული იერსახე დაუბრუნდება. ასევე, შენდება ახალი სახლები, იგება გზები და მიმდინარეობს ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქციაც.

 
მიხეილ სააკაშვილი ლანჩვალის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ხალხს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.
 
„ხალხისთვის ახალი სახლები აშენდა, მალე დასრულდება კოშკების აღდგენა, შეკეთდება ქვის სახურავებიც. ასევე იცვლება წყალგაყვანილობის სისტემაც. ყველას უჩნდება რეალური საშუალება ააშენოს სასტუმრო და მიიღოს შემოსავლის დამატებითი წყარო. ვფიქრობ, ამ რეგიონში ინვესტიციების ჩადება სწორად მოხდა. ადრე, ცუდი გზის პირობებში,  ბართან შედარებით, პროდუქტები აქ 2-3-ჯერ ძვირი ღირდა. გზის გაკეთების შემდეგ კი, ყველაფერი გაიაფდება. ახლა, მთავარია, შემოსავლის წყაროების - მცირე საწარმოების, პატარა სასტუმროებისა და კაფეების ამუშავება. ყველა ოჯახს სრულად უნდა მოვუწყოთ ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ საკუთარი თავის რჩენა", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)