Google+

სიახლეები

08.09.2011
პრეზიდენტმა ფოთში რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში დღეს რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი "ფაზისი" გახსნა. სასწავლებელი ახალი ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით სრულად აღიჭურვა, გაეროს დაფინანსებით ამოქმედდა ცისკოს ქსელური ლაბორატორია. მსგავსი ლაბორატორია საქართველოში სულ სამია - თბილისში, ბათუმსა და ფოთში.

მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სადურგლო, სანტექნიკოსის, ელექტროშემდუღებლის, სამაცივრე მოწყობილობისა და შემკეთებლის და ელექტრიკოსის სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებსაც გაესაუბრა.

როგორც მიხეილ სააკაშვილს კოლეჯის მესვეურებმა განუცხადეს, სტუდენტთა 70 პროცენტი უპრობლემოდ საქმდება კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებსა (ფოთის პორტი, კურორტი ანაკლია და სხვ.) და სხვა დაწესებულებებში.

პრეზიდენტის განცხადებით ამ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები აუცილებლად დასაქმდებიან, რადგან საქართველოში ტურიზმი დღითიდღე ვითარდება, რაც, თავის მხრივ, მომსახურების სფეროს განვითარებას გულისხმობს. ამისთვის კი, აუცილებელია პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები ფოთის პორტში, ქალაქ ანაკლიასა და სხვა ტურისტულ ობიექტებში გადანაწილდებიან.

მიხეილ სააკაშვილი ფოთში მოსახლეობასაც შეხვდა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)