სიახლეები
02.05.2011
საქართველოს პრეზიდენტის მისი აღმატებულების მიხეილ სააკაშვილის განცხადება აშშ-ს მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ, რომლის შედეგადაც მოხდა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია
ამ ისტორიულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 11 სექტემბერს და სხვა ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპული ათასობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას. აშშ-ის მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაცია, რომლის შედეგად ალ-ქაიდას ლიდერის ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაცია მოხდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. მიუხედავად ამ დიდი გამარჯვებისა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ გრძელდება. დარწმუნებული ვართ, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა სამართალის ზეიმისა.
ეს დღე ამერიკელი ხალხის და აშშ-ს ხელმძღვანელობის უდიდესი გამარჯვებაა. ამ ოპერაციის წარმატებამ კიდევ ერთხელ ცხადყო აშშ-ს, როგორც სახელმწიფოს ძლიერება და მდგრადობა გლობალურ საკითხებში და, განსაკუთრებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.