Google+

სიახლეები

13.09.2010
რუსეთის ოკუპაცია დიდხანს არ გასტანს

 

საქართველოს პრეზიდენტი დასავლეთის ხიფათიანი  ფავორიტია. კოლუმბიაში განათლებამიღებული ადვოკატი 2008 წელს რუსეთთან ორ საკამათო ტერიტორიაზე ომის წაგების შემდეგ,  საქართველოს დამოუკიდებლობის დამტკიცებისათვის იბრძვის.  იგი "ნიუსვიკის" თანამშრომელ ჯერი გუოს ესაუბრა.

ნაწყვეტები:

ობამას ადმინისტრაცია საქართველოს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობიდან თიშავდა. ფიქრობთ, რომ საქართველოს ივიწყებენ?

 

აქამდე ჩვენ მხარს გვიჭერდა ვაშინგტონი. ვფიქრობ, ყველაზე წამახალისებელი ის ფაქტია, რომ ყოველ მაღალი დონის შეხვედრაზე ამერიკა საქართველოს საკითხს სვამდა. ბოლო შეხვედრის დროს ჰილარი კლინტონმა რუსეთის ყოფნას საქართველოს რეგიონებში "არალეგალური ოკუპაცია" უწოდა, რომელიც დიპლომატიური ტერმინებით  ძალზედ დრამატიულად ჟღერს. ამდენად, არ ვეთანხმები იმ ეჭვს, რომ არსებობს გათიშულობა. საქართველო, ფაქტიურად საცდელი ნიადაგი იყო აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობის უფრო მეტად გაუმჯობესებისათვის.

უნდა განაახლოს თუ არა აშშ-მა დესტრუქციული სამხედრო დახმარებით საქართველოს მომარაგება?

საქართველოს დაუცველად მიტოვება ვერ აგვერებს სიტუაციას. საქართველოს არ შეუძლია რუსეთზე თავდასხმა მაშინ, როცა რუსეთისათვის დიდი ცდუნებაა დაუცველი  ქვეყნის  მთავრობის შეცვლა სამხედრო საშუალებებით.  ყოველთვის, როდესაც კი ვლადიმერ პუტინი გაპრეზიდენტებას  ცდილობდა, თავდაპირველად ომის გადატანა უწევდა. როგორც ჩანს, იგი კენჭს იყრის ხელახალი არჩევისათვის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს.  ვიმედოვნებთ, რომ აშშ დაგვეხმარება თავდაცვის იარაღის შესაძლებლობებით, რამდენადაც ამას მიმდიდინარე უსაფრთხოების  თანამშრომლობა ითვალისწინებს.  მაგრამ არა მგონია, აქ რაიმეს ჰქონდეს  გარკვეული ბოლო ვადა.

როგორ გეგმავთ ორი საკამათო ტერიტორიის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას ან მდგომარეობის  დაბალანსებას?

ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის ჯარების გაყვანის ინტერნაციონალიზება. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხს ეძლევა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება, და არა დიდი მეზობლის მიერ პატარაზე სამხედრო ძალის გამოყენების მცდელობა. ეს მოხდა მე-20 საუკუნეში, მაგრამ მათ ვერ შეინარჩუნეს ვერც ერთი ტერიტორია. ამიტომ არა მგონია, რომ ამას 21-ე საუკუნეში შეძლებენ. 500 000 ძირითადად  ეთნიკურ ქართველს, ისევე როგორც ესტონელს, ბერძენს და ებრაელს  არ მისცეს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. ამჟამად აფხაზეთს 100 000 -ზე ნაკლები, ხოლო სამხრეთ ოსეთს - 6000 მოსახლე ჰყავს. ეს ციფრი არანორმალურია.

მოსალოდნელია თუ არა რუსეთთან სხვა კონფლიქტი?

კონფლიქტს გვსურს თავი დავაღწიოთ, თუმცა შესაძლოა რუსეთი ამას გეგმავდეს. ახლა იმაზე ნაკლებად არის საფრთხე მოსალოდნელი, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო. ჩვენ აშშ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებული ბალანსი გვეხმარება. მაგრამ ეს გარიგება არაა დასრულებული. ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ.

როგორია ურთიერთობა მოსკოვთან ახლა, როდესაც ბევრმა თქვენმა მეზობელმა - პოლონეთმა, უკრაინამ , აზერბაიჯანმა ურთიერთობები დაათბეს რუსეთთან?

რუსეთმა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დაიკავა. რუსეთი თბილისში საელჩოს არ ფლობს, თუმცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საელჩოებს ინარჩუნებს. ისინი უარს აცხადებენ ჩვენ არჩეულ მთავრობასთან მოლაპარაკებაზე. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან სასაუბროდ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ მათ არ სურთ ორმხრივ დიალოგში ჩართვა. ამჟამად მათ აფხაზეთში "S-300" ტიპის ( ზედაპირიდან ჰაერში) ჭურვები განათავსეს.

მოგცათ თუ არა ვაშინგტონმა უსაფრთხეობის გარანტია რუსეთის კვლავ თავდასხმის შემთხვევაში?

უსაფრთხოების ფორმალურ გარანტიას არ ვფლობთ. ვფიქრობ, ჩვენ ახლა ვხედავთ უფრო მეტ დიპლომატიას ახალი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. 2008 წლამდე არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ახლა კი, ხალხს კონფლიქტის თავიდან აცილება სურს. იცის, რომ ეს შესაძლებელია.

 

მარტში თქვენ განაცხადეთ, რომ უსაფრთხოების წარმომადგენლებმა კონცენტრირებული  ურანის კონტრაბანდისტები დააკავეს, ეს იყო მერვე შემთხვევა  ბოლო ათწლეულში. არის ეს ის პრობლემა, რის მოგვარებასაც თქვენი ქვეყანა ცდილობს?

ეს გახლავთ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და შავი ხვრელის -სამხრეთ ოსეთის მუდმივი პრობლემა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან და მეტნაკლებად,  ყველა სირთულე დავძლიეთ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)