Google+

სიახლეები

11.09.2010
ბათუმში მთავრობის გასვლით სხდომა გაიმართა

 ბათუმში მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრებთან ერთად სამომავლო გეგმებსა და რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

 მიხეილ სააკაშვილი:

 "მოგესალმებით ძველი ბათუმის ახალ მოედანზე!

ეს არის ბათუმის ცენტრალური მოედანი და მნიშვნელოვანი ადგილი. აქ არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელშიც წირავდა ჩვენი პატრიარქი.

ახლა აჭარაში საუკეთესო სეზონია, ოქტომბრის მეორე ნახევარი ყველაზე თბილი, მშრალი და ყველაზე მზიანია.

გუშინ  ბათუმში ჩამოყვანილი გვყავდა ჩვენი მეგობრები, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის მფლობელები, ჩემი ამერიკელი მეგობრები. მათ თქვეს, რომ ამ ქალაქის კონკურენტი ევროპაში ერთადერთი ბარსელონაა.

უნდა გვესმოდეს რა სიმდიდრე გვაქვს.

აქ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ნიცასთან შედარება ერთია, მაგრამ ევროპული კლასის სასტუმროების მომსახურების საკითხი დიდ მუშაობის შედეგდ უნდა მოხდეს.

ქობულეთში შენდება 10 000 კაციანი ყველაზე მაგარი საკონცერტო დარბაზი ევროპაში.

ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მშენებლობას გავათავისუფლებთ გადასახადებისგან, მივიყვანთ კომუნიკაციებს, პროექტსაც უფასოდ გავაკეთებთ, თითოეული სასტუმრო დაჯდება მაქსიმუმ 2-3 მილიონი დოლარი.

პირველი აგვისტოსთვის ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენ გვიყვარს სიჩქარე, რომელიც მომავალ ზაფხულს, აქ ორჯერ მეტ ტურისტს ჩამოიყვანს.

ჩვენ გვჭირდება ათჯერ მეტი სასტუმრო, რათა აჭარაში იყოს ადეკვატური სერვისი.

მომავალ წელს ბათუმში წყლის პრობლემა მოიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა. მომავალ წელს განსაკუთრებული ზომები უნდა მივიღოთ. სისუფთავეზე უნდა დავაწესოთ ბრაკონული ზომები, ქაღალდის გადაგდებაზე 500 ლარიანი ჯარიმა. როცა ერთი თვე ამ ზომებს განვახორციელებთ, იქნება სინგაპურული სისუფთავე.

2012 წელს პლაჟზე  ოქროს ქვიშის გაკეთებას ვაპირებთ, ბათუმის გაყოლებაზე იქნება სულ ოქროს ქვიშა, ეს არის ჰოლანდიური პროექტი. ვინც სიმინდის ტაროს დააგდებს ოქროს ქვიშაში, ის ან 500 ლარიან ჯარიმას გადაიხდის, ან 24 საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება. საღეჭ რეზინებს არ ავკრძალავთ.

უმკაცრესად გავატარებთ პილოტურ პროგრამას და შემდეგ დანარჩენ საქართველოშიც დავნერგავთ. ტრასის გარეთ გადაყრილი ქაღალდები, ნაფშხვენები, განსაკუთრებით, პარკები", უნდა დამთავრდეს.

მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს, ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ინგლისურის მასწავლებლები ჩამოვიყვანეთ,მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ძალიან მკაცრად ზომების გატარება, რომელიც პერსონალის მომზადებას ეხება.

ეს მხოლოდ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ხალხს არ ეხება.

დღეს ბათუმში გასაკეთებელი იყო სამონტაჟო სამუშაოები.

ერთი საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა, ვისაც შეეძლო ამის გაკეთება, თურქებს კიდევ  „რამადანი"აქვთ და კიდევ ორი დღე არ მოკიდებენ ხელს.

თურქები ძალიან გვიყვარს, მაგრამ საქართველო ძალიან ჩქარა უნდა აშენდეს, ერთი ამწეკრანის ოპერატორი თუ ვერ მოვამზადეთ, მაშინ რა მაღალტექნოლოგიებზეა საუბარი.

ბოლო ორი დღეა  ამწეკრანის ოპერატორს მთელს საქართველოში ვეძებ. სამაგიეროდ გვყავს ძალიან ბევრი ბიჭი საერთაშორისო ურთიერთობის, სამართლის განათლებით. მე და დათო ტყეშელაშვილმაც ეს ფაკულტეტი დავამთავრეთ.

ასე ხდება, თუ მშენებლობა ქართველებს არ გამოსდით, ჩამოვა თურქი, ჩინელი და ის ააშენებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა.

ჩვენ ვსაუბრობთ ინგლისურის სწავლაზე, ეს მარტო სკოლებს არ ეხება,მინდა გამოვაცხადო, რომ 200 ლარიანი დანამატი ექნება ყველა მასწავლებელს, ვინც ინგლისურსა და კომპიუტერს ჩააბარებს.

ასევე ყველა პოლიციელი, პატრულის ქვედა დონის თანამშრომელი, რომელიც ინგლისურსა და კომპიუტერს ჩააბარებს, ხელფასზე მიიღებს 200 ლარიან დანამატს.

შეძლებისდაგვარად, საქართველოში ყველა პოლიციელი უნდა იყოს ინგლისურენოვანი. ყველა უნივერსიტეტ დამთავრებულმა უნდა იცოდეს ინგლისური ენა.

ჩვენ უნივერსიტეტებს ვერ გადავიყვანთ ინგლისურ ენაზე, რადგან ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა ქართულიც არ იცის კარგად. ქართულის შედგები იყო კატასტროფა, ეს არის ეროვნული პრობლემა, ქართულში პრობლემები აქვთ არამარტო ეთნიკურ უმცირესობებს, არამედ ეთნიკურ ქართველებსაც. მათ წერა-კითხვა კარგად არ იციან, ჩვენ უნდა გვესმოდეს საბაზო ბრობლემები განათლების სისტემაში".

ევან ვარშალომიძე: "დღევანდელი ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობა 742 000 შეადგენს,  მათ შორის, სომხეთისა და თურქეთის მოქალაქეების რიცხვმა 100 000-ს მიაღწია, აზერბაიჯანიდან ჩამოსულია  40 000 ტურისტი.

მატება არის სხვა ქვეყნებიდან. ქობულეთში შარშან მთელი წლის მანძილზე იყო 220 000 დამსვენებლი, დღევანდელი ინფორმაციით, 310 000-ია. მოსახლეობაში გაჩნდა თანხები, ყველა კმაყოფილია.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ქობულეთითვის, ოქტომბერში დაიწყება გრანდიოზული მშენებლობა. იზრდება ინვესტორების რაოდენობა".

ანო მერაბიშვილი: "შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტრომ სიახლე დავგეგმეთ-საკონტროლო და გამშვებ პუნქტებზე არის ახალი სერვისი, როგორც ტურისტების, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის.

მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც საზღვარს კვეთენ, ამჯერად სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილების მგზავრები რამდენიმე წამში გადიან პროცედურას.

როგორც კი სარფში დამთავრდება სარემონტო სამუშაოები, იგივე სისტემა ჩაირთვება ამ საზღვარზეც. ეს იქნება სამაგალითო მთელს რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეხება ექნებათ მხოლოდ პოლიციასთან, მათ შორის საბაჟო პროცედურას გაატარებს პოლიცია, სასაზღვრო და კომერციულ პროცედურას განახორციელებს საბაჟო. ყველა ის ადამიანი, ვინც გადაკვეთს საზღვარს ამ პროცედურებში დაკარგავს 3-4 წუთს. ასეთი სახის პროცედურის მაგალითი ძალიან ცოტაა  მსოფლიოში".

იხეილ სააკაშვილი: "სარფის საბაჟო ამუშავდება მაისში, იქაც უნდა განხორციელდეს მსგავსი პროცედურა, მხოლოდ შტამპი ჩაურტყან და გაატარონ . ტურისტების ჩხრეკა აღარ უნდა იყოს.

ახლა დიმიტრი შაშკინს მინდა ვკითხო, თქვენ გაქვთ  ტელევიზიით აწარმოებთ კამპანიას, ოჯახებს თხოვთ, რომ აიყვანონ ინგლისური ენის მასწავლებელი.

ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი საქმეა, ადამიანებს უგზავნით სახლში უფასო ინგლისურის მასწავლებლებს. ოჯახებიც ქვეყანას კარგ საქმეს უკეთებენ, მთელი ოჯახი ისწავლის ინგლისურს.

ტელევიზიით რომ დაინერგა ფილმების სუბტიტრებით გაშვება, ესეც ძალიან ეხმარება ინგლისურის გავრცელებას. თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის ენა არის ინგლისური".

იმიტრი შაშკინი: "ოჯახში ცხოვრობს უფასო მასწავლებელი, ხდება ამ ადამიანების ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რაც ხდება სკოლის შემდეგ.

ასევე ერთ თვეში გამოჩნდებიან იტალიელი მასწავლებლებიც, რომლებიც ჩვენს ბავშვებს იტალიურსაც ასწავლიან".

იხეილ სააკაშვილი: "ძალიან საერთაშორისო ქვეყანა ვხდებით, 5 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვა მაქსიმუმ 3 წელში. ყოველ ნაბიჯზე შეხება ექნება პოლიციელთან, ჩვენ მთლიანად უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს.

რა თქმა უნდა ვლაპარაკობთ ჩვენ ენაზეც, ბათუმში 150 მეტრიან ანძას ვდგამთ ქართული ენის ძეგლად. მსოფლიოს რომ გავაგებინოთ, რომ რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ.

ამის გადმოსაცემად მინიმუმ ერთი უცხო ენა უნდა ვიცოდეთ. ამბობენ, რომ ფიზიკოსს, მათემატიკოსსა და ბიოლოგს ინგლისური არ ჭირდებათო, მაგრამ სწორედაც რომ მათ სჭირდებათ ეს ენა.

სხვა შემთხვევაში, ჩვენ უნივერსიტეტიდან ავტომატურად ვუშვებთ შარლატანს. თანამედროვე მსოფლიოში ჩვენ ბაზარს ვერ მოვერგებით ენების ცოდნის გარეშე, ეს არის ქვეყნის გადარჩენისა და გაძლიერების უმთავრესი საკითხი.

ბებიაჩემმა მზიამ ამ ბოლო დროს აითვისა ინგლისური ენა. ვნახე როგორ ელაპარაკებოდა ამერიკელს, აქამდე ის არ ფლობდა ინგლისურ ენას. ჯორჯ ბუშს რომ შევახვედრე, იმას ვერ ელაპარაკა. ბოლო ორ წელში კი, აშკარად აითვისა.

აი, რას ნიშნავს გლობალიზაცია. გაქცეულის მობრუნება მაინც უნდა შეგვეძლოს ინგლისურად".

იმიტრი შაშკინი: "2011 წელს დიპლომს ვერ მიიღებს სტუდენტი, თუ არ ჩააბარებს ინგლისურ ენას".

იკა გილაური: "წელს პირველი 8 თვის განმავლობაში გვყავს 1 350 000 ვიზიტორი, რაც არის 34%-ით უფრო მაღალი, ვიდრე შარშან იყო. ეს ძალიან კარგი დინამიკაა. მომავალში გვექნება სასტუმროების პრობლემა,

დღევანდელი ჩვენი პროექტი მივუძღვენით 2-3 ვარსკვლავიან სასტუმროებს, რომელიც სწორედ ის ნიშაა, რაც საქართველოში არის გამოტოვებული".

იხეილ სააკაშვილი: "თბილისში სასტუმრო "აჭარის" ადგილას კეთდება ძალიან მაგარი სასტუმრო, რუსთაველზე იწყება ძალიან დიდი სასტუმროს მშენებლობა.

კემპინსკი,რომელიც აქ შენდება,იქნება ერთადერთი ამ რანგის სასტუმრო მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, შენდება უზარმაზარი სასტუმრო, წარმოუდგენელი ინვესტიციაა.

ასეთი სასტუმროები არის ემირატებში, აბუდაბიში, კატარში, თურქეთში აშენდა ახლა ერთი. პერსონალის მომზადება არის განათლების სისტემის მზადყოფნა, ტურიზმის სისტემის მზადყოფნა, აეროპორტების სისტემის მზადყოფნა. ბორჯომში ვფიქრობთ დიდი აეროპორტის აშენებას. ბორჯომი არის მსოფლიო ბრენდი, იქნება ბორჯომი-აბასთუმნის საერთაშორისო აეროპორტი.

ჩვენ გვაქვს დიდი პერსპექტივები, ოღონდ ამ დიდ პერსპექტივებს უნდა სერიოზულად დამუშავება.

ბათუმში  ახალჩამოსული მასწავლებლები როგორ შეეთვისნენ საზოგადოებას?"

ევან ვარშალომიძე: "მასწავლებლებმა უკვე აითვისეს მარშრუტები, შაბათ-კვირას ძირითადად ბათუმში არიან, მთავრობის ინიციატივით ჩვენ დამატებითი თანხები გამოვნახეთ და 2012 წელს აჭარაში მინიმუმ 10 000-მა კაცმა უნდა იცოდეს ენა".

იხეილ სააკაშვილი: "ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აფხაზეთიდან დევნილებიც, როდესაც მათ სახლებს ვუშენებთ, აქ არის სამუშაო, მომავალი და პერსპექტივა.

მესმის, რომ ადამიანი დაფუძნებულია სადღაც და იქიდან წამოსვლა არ უნდა, მაგრამ 10-15 ათას ადამიანს რომ აქ ავუშენოთ სახლები, ბათუმში მოსახლეობა მინიმუმ გაორმაგდება უახლოესი წლების განმავლობაში.

რეალურად ახალი ბათუმი შენდება გონიოსა და ხელვაჩაურის მიმართულებით. დევნილებს როდესაც მისცეს თანხა, ისინი წავიდნენ აქედან და ვთქვათ, იყიდეს მიწა ზემო იმერეთში, სადაც ჯერჯერობით არ არის პერსპექტივა.

ამ ხალხის აქედან გაშვება სწორი არ იყო".

იკა გილაური: "ჩვენ გვაქვს გამოყოფილი ევროკავშირის გრანტი დევნილებისათვის ახალი შენობების აშენებაზე. პირველი მშენებლობა დავიწყეთ ფოთში, იქ 32 კორპუსი შენდება.მეორე ნაწილზე ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან, რომ მუშაობა დავიწყოთ ბათუმთან. გამოყოფილი გვაქვს მიწაც".

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)