Google+

სიახლეები

07.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების ოფისის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის და საპრეზიდენტო არჩევნებზე მოწვევისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 5 იანვრის არჩევნებზე აბსოლუტურად გამჭვირვალე მონიტორინგი ვაწარმოოთ", - განაცხადა დიტერ ბოდენმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ნინო ბურჯანაძემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონიოსძიებათა შესახებ, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარმართვისათვის. ისაუბრა გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე და იმ დავალებებზე, რომლებიც მათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში პროვოკაციების თავიდან აცილების, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის და არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარების მიზნით მისცა. ნინო ბურჯანაძემ დიტერ ბოდენს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომლის ფარგლებშიც იგი საქართველოს მეგობარი ქვეყნების პარლამენტების თავმჯომარეებთან სატელეფონო საუბრებს მართავს, რათა მათ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოავლინონ.

„ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის", - განაცხადა შეხვედრაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების ოფისის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, დიტერ ბოდენმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)