Google+

სიახლეები

14.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა იმ პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია. ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველომ, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. მისივე განცხადებით, „ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ მიაღწია იმას, რომ დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და არაკრიმინალური ქვეყანა გახდა მსოფლიოში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს განვითარება და არასდროს აღარ დაბრუნდეს წარსულში. მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდგომ პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითავისოს. მისი თქმით, საქართველოში გამართული დემოკრატიული არჩევნები სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პირველმა პირმა ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ევროპისკენ სწრაფვა ქართველი ხალხის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობას და სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციას. დასასრულ, საქართველოს პრეზიდენტმა დარბაზში შეკრებილი ექსპერტების შეკითხვებსაც უპასუხა. დამსწრე საზოგადოების ინტერესი საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დამხვევამ გამოიწვია.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)