Google+

სიახლეები

09.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი აუშვიცის საკონცეტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში დღეს აუშვიცის საკონცეტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა ადამმა გადაიხადა. დღესვე ქართველმა და პოლონელმა მეუფეებმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს - არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულიდან 70 წელი გავიდა.


ცერემონიალის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა გრიგოლ ფერაძის საზოგადოებრივი თუ სასულიერო დამსახურებები. როგორც პრეზდენტმა აღნიშნა, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ქართველებისთვის განათლების, თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ სამ ძირითად გზავნილზე გაამახვილა, რომელიც გრიგოლ ფერაძემ საკუთარ ერს დაუტოვა. ეს არის საქართველოს განსაკუთრებული როლი და უდიდესი მნიშვნელობა რეგიონისთვის; რელიგიებს შორის დიალოგის აუცილებლობა და დამოკიდებულებები მუსულმანურ სამყაროსთან. ქვეყნის პირველი პირის თქმით, იგი არის კავკასიის ერთიანობის ღერძი და სწორედ მას ეკუთვნის ერთიანი კავკასიის იდეა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)