Google+

სიახლეები

19.12.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ის, რაც დღეს მოხდა, იყო თავისუფალ ინსტიტუტებზე ზეწოლის გამოხატულება“

საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას თავისუფალ ინსტიტუტებზე ზეწოლის ფაქტად აფასებს და ამ უკანონობის აღკვეთას მოითხოვს.  

„წარმოუდგენელი რამ მოხდა, როდესაც რუსთავი2-ის, ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო ბრალდებებით. ეს იყო თავისუფალ ინსტიტუტებზე ზეწოლის გამოხატულება. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა და ჩემი მოგონილი არ არის. მფლობელებს ვერაფერი ვერ უპოვეს და ვერც უპოვიდნენ. ახლა დირექტორი დააკავეს  სრულიად ყალბი ბრალდებით. ყველაფერი ძალიან ცუდად და ძალიან ჩქარა დამთავრდება მათთვის, ვინც ამას აკეთებს. მინდა ისინი გავაფრთხილო - საქართველოში ვერავინ ვერ დაამყარებს იმ რეჟიმს, რომლისკენაც ისინი ისწრაფვიან და ახლოს არიან ძალიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ როგორც პრეზიდენტი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც, თქვენთან ერთად, კარგად ახსოვს რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. მე ვითხოვ თავისუფალი ტელეკომპანიის დირექტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ისევე, როგორც ყოველივე ამის შეწყვეტას, აღკვეთას და იმ პირთა პასუხისგებას, ვინც ყოველივე ამას ჩადის. მინდა გამოვთქვა არა მხოლოდ იმედი, არამედ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად და ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მათ ჰგონიათ. ინსტიტუტების ნგრევა, არმიის ნგრევა - გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავების ფორმას სხვა არაფერი ჰქვია, პოლიციის ნგრევა - როდესაც პოლიციას ეუბნებიან, რომ კრიმინალს თავი უნდა დაუხაროს, თავისუფალი პრესის ნგრევა, შენობების ნგრევა არ არის ის გზა, რომელსაც ქართველმა ხალხმა არჩევნებში მისცა ხმა - ვისაც ეს ჰგონია ძალიან ცდება. ხალხმა მხარი დაუჭირა სოციალური ვითარების გაუმჯობესებას და ეს არის პასუხი ამ ხალხს - ბათუმს, ქობულეთსა და ყველა სხვას სოციალური ხარჯები რომ შეუმცირეს?“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ნიკოლოზ გვარამიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება  ბობოყვათში, თვითმართველობასთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)