Google+

სიახლეები

12.01.2013
მიხეილ სააკაშვილი: „დღეს, როცა რუსეთს აქვს ოკუპირებული შენი ტერიტორია და შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მოგერიებით, პარალელურად უშვებ რუსეთის ჯაშუშებს, არის თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ის ვარაუდი, რომ დღეს  საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის  ძირის გამოთხრა შეგნებულად ხდება.“

თქვენ ნახეთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელსაც მე  ვეტო დავადე, პარლამენტის გადაწყვეტილებით ძალაში შევიდა. ეს ადამიანები იღებენ  პასუხისმგებლობას იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რაც  უამრავი კრიმინალის მასობრივ გაშევბას მოყვება. ერთია, როდესაც ინდივიდუალურად იწყალებ  და სხვაა როცა მასობრივად ათავისუფლებ. ეს არის სრულიად ბრმა პროცესი, რაც  დაუშვებელია დღევნადელ სიტუაციაში. დაუშვებელია ასევე რუსეთის ჯაშუშების და იმ  მეამბოხეების გათავისუფლება, რომლებიც  ძალადობრივი დანაშაულის მონაწილეები არიან. მე აღარაფერი აღარ მიკვირს იმ პირობებში, როცა კიტოვანი უკვე თბილისში  დასეირნობს. ალბათ გაკვირვებით ადევნებს თვალს მის მიერ დანგრეულ თბილისს და უკვირს, როგორ შევძელით  ასე სწრაფად აღდგენა...  როცა კახა თარგამაძეს აბრუნებენ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და პირდაპირ კონტაქტზე იყო რუშაილოსთან, რომელიც  რუსეთის მხრიდან დაგეგმილი სპეცოპერაციის განმახორციელებელია საქართველოში....გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე მოიგერია ამერიკელების და ევროპელების შემოტევა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ დავით აღმაშენებლის დროს, რომ ეთქვა საქართველოს რომელიმე წარმომადგენელს, რომ ჩვენ მოვიგერიეთ ჯვაროსნების შემოტევა. მაშინ დიდგორი კი აღარ იქნებოდა, საქართველო აღარ იქნებოდა უბრალოდ. იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ჯვაროსნები იდგნენ ჩვენს გვერდზე საქართველოს გათავისუფლების საკითხში.

დღეს, როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული შენი ტერიტორია და შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის მოგერიებით, არამედ დასავლეთის მოგერიებით, თან   პარალელურად უშვებ რუსეთის ჯაშუშებს,  არის თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ის ვარაუდი, რომ დღეს  საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის  ძირის გამოთხრა შეგნებულად ხდება.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)