Google+

სიახლეები

07.01.2013
ალილო პრეზიდენტის სასახლეში

დღეს ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. პრეზიდენტის სასახლეში მისულ ალილოს მომლოცველებს მიხეილ სააკაშვილი შეეგება და საშობაო საჩუქრები პირადად გადასცა. სტუმრებმა ტრადიციული ალილო შეასრულეს.

პრეზიდენტმა მათ და სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და თითოეულ ქართველს წარმატებული და ბედნიერი წელიწადი უსურვა.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ალილოს მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინა და საკუთარ კაბინეტში მიიპატიჟა.

ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. შობის "მახარობლებმა" თითქმის მთელი დედაქალაქი შემოიარეს და მსვლელობა პრეზიდენტის სასახლეში დაასრულეს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)