Google+

სიახლეები

15.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა ხობის რაიონში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის დავით დემურიას ოჯახს მიუსამძიმრა. ქვეყნის პირველმა პირმა  დაღუპული სპეცრაზმელი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

მე დათრგუნული ვარ. ჯერ ერთი დაიღუპა საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი, ძალიან მაგარი  ბიჭი. ახლა გადავეცი გორგასლის პირველი ხარიხის ორდენი ულამაზეს ვაჟკაცს, პატარა ბიჭს. დათო დემურიას დედამ თქვა: ეს ყაჩაღი რატომ იყო გარეთო. ამა შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. 2005 წელს, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ და დავიწყეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა   კრიმინალის მიმართ, ეს ყაჩაღი დაჭერილი იყო. მას ხანრძლივი ვადით ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება. იგი ამნისტიის შედეგად, აპრილში გამოვიდა ციხიდან და მას შემდეგ ჩაიდინა რამდენიმე ყაჩაღობა, მოკლა ადამიანი და მოხდა ძალიან დიდი შეტაკება. ყაჩაღებთან ასეთი შეტაკება საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში არ ყოფილა. მსგავსი შეტაკებები თავიდან ხდებოდა, როცა წესრიგის დამყარება დავიწყეთ. ამ მთავრობას ჩვენ დავუტოვეთ გამართული პოლიცია და ფული, რომელსაც მთელი წელიწადია ჭამენ. არაფერი ახალი არ შეუქმნიათ, არაფერი ახალი არ გაუკეთებიათ. ერთადერთი, რასაც ვთხოვდით იყო ის, რომ  კრიმინალები მასობრივად არ გამოეშვათ გარეთ. როდესაც ჯაბამ გამოუშვა, მაშინ არც პოლიცია ჰყავდა საქართველოს და არც ფული ჰქონდა. ეს ერთი წელი კბილებით უჭირავს ჩემი მთავრობის დატოვებულ ფულს და ჩემი მთავრობის დატოვებულ პოლიციას, მაგრამ ეს ყველაფერი უსაშველო არ არის. ასეთი ბიჭები ბევრი არ გვყავს. მერე ყველა დაიღლება და მე ვშიშობ, რომ ჩვენ ვართ დასაწყისში. როცა ამნისტიას ლახავდნენ. როდესაც პრეზიდენტის ვეტო უნდა გადაელახათ ამნისტიასთან დაკავშირებით,  ივანიშვილი პირადად ურეკავდა დეპუტატებს. მინდა ვკითხო პრემიერ-მინისტრს რას ფიქრობდა, როდესაც ამას აკეთებდნენ და ამ კრიმინალებს უშვებდნენ გარეთ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა უნდა დავსერიოზულდეთ. არ შეიძლება მსგავსი რამ აკეთო ვიღაცის ჯინზე. 90-იან წლებში სამეგრელოში იყო კატასტროფა, მაგრამ შემდეგ ყველაზე მეტი წესრიგი და კანონიერება აქ იყო. ახლა ისევ დაიწყო. ამიტომ,  მინდა მოვუწოდო მთავრობას, ვთხოვო, რომ ახლა მაინც ისწავლონ თავისივე შეცდომებზე და ვიღაცის ჯინზე კი არა, ერთად გავაკეთოთ, აღვკვეთოთ და დავამთავროთ. ნეტავ, ეს იყოს ბოლო მსხვერპლი. ამ კაცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ არ შეიძლება ცალკეული გმირების იმედზე ვიყოთ მუდმივად. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს. თუკი სახელმწიფო ყველაფერს პირიქით აკეთებს, ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს უშველის; ვერავინ უშველის იმ ქვეყანას, სადაც მთავრობა არ ამუშავდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ჯილდო დათო დემურიას შვილს გადასცა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)