Google+

სიახლეები

11.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „საჭიროა წინსვლა, ინტეგრაციის გაგრძელება, ევროპული მომავლისა და დემოკრატიის მშენებლობა“

აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა სამიტის სამუშაო სესიის შემდეგ, მონაწილე ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს და განცხადებები გააკეთეს. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა მოლდოვას მთავრობის კურსი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეძლო და ქვეყანა  ევროპული გზით წაიყვანა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების თაობაზე ისაუბრა და იმ სირთულეებსაც შეეხო, რომლებიც ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმოიშვა.

„ვწუხვარ, რომ მოლდოვასა და საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინათ ვილნიუსის სამიტზე არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ვვარაუდობდით, არამედ უფრო მეტი ევროპული პერსპექტივის შესაძლებლობებზეც განვიხილავდით. როგორც პრეზიდენტმა მარტენსმა აღნიშნა, გასული წლის შემდეგ საქართველოში გარკვეული სირთულეები შეიქმნა. ვიმედოვნებ, რომ ეს სირთულეები დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება. საწყენია, რომ ახლა გაცილებით მეტს ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვიდრე მანამდე ვსაუბრობდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

მიხეილ სააკაშვილმა პარალელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას პოლიტიკურ პროცესებს შორის გაავლო და ყურადღება იმ რისკებზეც გაამახვილა, რომლებიც ქვეყანას ევროპულ ფასეულობებისგან აშორებს.  

„ეს არის ის, რაც მოხდა ჩემს ქვეყანაში, მანამდე კი - უკრაინაში. ეს რისკია თქვენთვისაც.ზუსტად იგივე მეთოდებით, რაც საქართველოში იქნა გამოყენებული, ზუსტად იმავე ხალხის მიერ შეიძლება იქნას გამოყენებული მოლდოვაშიც. ჩვენ გარკვეულ საკითხებს ვიზიარებთ უახლესი წარსულიდან... ამ გადმოსახედიდან, იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებენ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მტრები, საჭიროა წინსვლა, ინტეგრაციის გაგრძელება, ევროპული მომავლისა და დემოკრატიის მშენებლობა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ. ამიტომ, წავახალისოთ ახალგაზრდობა და არასდროს აღარ დავბრუნდეთ უკან. ვფიქრობ, ძალებს,  რომლებიც უკან გვექაჩება თავად არ აქვს მომავალი. ჩვენ კი ერთი უცვლელი მიზანი გვამოძრავებს“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)