Google+

სიახლეები

11.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მთავარი პროკურორის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა

მოლდოვაში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტი კულტურის სამინისტროს ბრალდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაბათის კომპლექსთან დაკავშირებით, პრობლემა მხოლოდ მთავრობაშია და არა თურქეთის მხარესთან.

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ ნუ ნიღბავს თავის დაუოკებელ სურვილს, რაბათის კომპლექსი მხოლოდ იმიტომ დაანგრიოს, რომ ის ვანო მერაბიშვილის აშენებულია...“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გენერალური პროკურორის გადაყენების მოთხოვნით მიმართა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბედუკაძის გათავისუფლებით, არჩილ კბილაშვილმა კანონის უზენაესობის ყველა პრინციპი დაარღვია.

„საქართველოს მთავრობამ თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მანდატი მოითხოვა, რათა დაანგრიოს რაბათის ელემენტები, მათ შორის, გუმბათი. ასევე სურს, რომ კომპლექსს ოთხი დიდი მინარეთი მიაშენოს. იმის ნაცვლად, რომ თურქეთში რაღაცები გააკეთოს, ახლა ამაზეა ლაპარაკი. პირადად შევხვდი თურქეთის პრემიერ-მინისტრს ერდოღანს, რომელმაც მითხრა, რომ რაბათის გუმბათთან დაკავშირებით, არავითარი პრეტენზია არ აქვს. იგივე გაიმეორა თურქეთის პრეზიდენტმა. გარკვეულ დეტალებზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მან თქვა, რომ დაუყოვნებლივ დაუშვებდა ქართველ სპეციალისტებს იშხანში. ამიტომ,  მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ ნიღბავს თავის დაუოკებელ სურვილს, მხოლოდ იმის გამო დაანგრიოს რაბათი, რომ ვანო მერაბიშვილისა და ჩემი აშენებულია. რა თქმა უნდა,  ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქართული კულტურის, რელიგიის და ისტორიული ძეგლები თურქეთში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინგრეს რაბათის თუნდაც ერთი შენობა. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, სრული გაგება გვაქვს თურქული მხარესთან.  პრობლემა ამ შემთხვევაში არის თბილისში, მთავრობაში. ამ საკითხებთან დაკავშირებით, თურქეთთან კონსტრუქციული დიალოგი გვქონდა და მთავარ პრინციპებზე, პრაქტიკულად,  შეთანხმებული ვიყავით. სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი აირია.

ორი დღის წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, მთავრობამ წარმოადგინოს  ბატონი კბილაშვილი თანამდებობიდან გათავსუფლების წინადადება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იგი არ ეთანხმება ადამიანის უფლების უხეში დამრღვევის, მთავარი სადისტის ვლადიმერ ბედუკაძის შეწყალებას. მან ეს კადრები გაყიდა და ვისაც მიყიდა, ძალიან კარგად ვიცი. თუ ამ პირის გათავისუფლებას არ ეთანხმები, მაშინ უნდა წარმოადგილო ეს კაცი მოსახსნელად და მე, პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ამ კაცს გავათავისუფლებ. თორე ისე გამოვა, რომ ამათ დაგმეს ეს ფაქტი და შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, იმის გამო, რომ მთავარმა პროკურორმა დაარღვია სამართლის უზენაესობის მთავარი პრინციპები, დაუყონებლივ წარმოადგინონ  გასათავისუფლებად და კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში დღესვე დავაკმაყოფილებ. თუ ამას არ გააკეთებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს აღშფოთება და შეშფოთება იყო თვალთმაქცობა და საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ თამაშთან, რომლის ერთადერთი მიზანია ქართული საზოგადოების გასულელება და შეცდომაში შეყვანა. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას არ წამოეგება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)