Google+

სიახლეები

15.06.2013
მიხეილ სააკაშვილი: სიტყვა „პატრიოტი“ არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება - ეს ეროვნული ტერმინია

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პატრიოტთა ბანაკების განახლებას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება, თუმცა, მისი თქმით, სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ ანადგურებენ პატრიოტთა სიმბოლიკას.

„მივესალმები პატრიოტთა ბანაკების განახლებას. როგორც ვხვდები მთავრობამ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება ანაკლიის ბანაკთან დაკავშირებით. თუმცა შეუცვალეს სახელწოდება და „პატრიოტების“ ნაცვლად , ახლა „იმედის ბავშვები“ ქვია. წინა წლებში ამ ბანაკებში 20-22 წლის ახალგაზრდები დაგყავდა და როგორ ვუწოდებთ მათ ბავშვებს, არ ვიცი. ადგილობრივ მცხოვრებლებს პატრიოტთა მაისურები და კეპები უთხოვიათ, რაზეც ცივი უარი უთხრეს და გაანადგურეს - გაანადგურეს პატრიოტთა სიმბოლიკა, როგორც იდეოლოგიურად მავნე მასალა. ე.ი ქვეყნის გარეთ გვაქვს იზოლაციის საფრთხე, ხოლო ქვეყნის შიგნით სიტყვა „პატრიოტიც“ არ გვინდა ვახსენოთ... სამწუხაროა სიმბოლიკასთან ბრძოლა. სიტყვა „პატრიოტი“ არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება - ეს არის ზოგადი ეროვნული ტერმინი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)