Google+

სიახლეები

14.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტოშიო კაიტანის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობა და ის პოლიტიკური მხარდაჭერა იყო, რომელსაც იაპონია მუდმივად გამოხატავს საქართველოს მიმართ. მასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვასა და საკუთარ მიწა-წყალზე მათი დაბრუნების უფლებას ითვალისწინებს. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, კენჭისყრის პროცესში იაპონურმა მხარემ ძალისხმევა არ დაიშურა იმისთვის, რომ ამ რეზოლუციას უფრო მეტი მომხრე ჰყოლოდა. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეს, გაეროში საქართველოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს და იმ გუნდს, რომლებმაც ამ საკითხის გადაწყვეტისთვის აქტიურად იმუშავეს. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ის თანადგომა და დახმარება, რომელიც იაპონიამ საქართველოს 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ აღმოუჩინა. მისი განცხადებით ქართველ ერს ეს არასდროს დაავიწყდება.  

„ჩვენთვის იაპონიასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანამ განსაკუთრებული დახმარება აღმოგვიჩინა 2008 წლის ომის შემდეგ, რაც არასდროს არ დაგვავიწყდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც დევნილთა დაბრუნების უპირობო უფლების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მინდა ვთქვა, რომ იაპონია არა მხოლოდ მთელი ამ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს ამ რეზოლუციას, არამედ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებდა იგივე პოზიციის დაკავებას. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ამისთვის. მინდა მივულოცო ამ რეზოლუციის მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროს - საგარეო საქმეთა მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მისიას გაეროში. ჩვენი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ვატო მახარობლიშვილს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. მისი ძალისხმევა საკუთარი თვალით ვნახე და, შესაბამისად, ბოლო თვეების განმავლობაში, მეც მაქსიმალურად ვეხმარებოდი.  ამას გარდა, მადლობას ვუხდი ჩვენს ყოფილ ელჩს გაეროში კახა ლომაიას. წელს ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უფრო მეტმა ქვეყანამ,  ვიდრე შარშან. შარშან გვქონდა უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე შარშანწინ... ეს კარგი ტენდეციაა - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენს ხალხს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს. დადგება დრო, როცა ჩვენი ხალხი აუცილებლად დაბრუნდება უკან, საკუთარ მიწა-წყალზე, საკუთარ სახლებში. ეს უეჭველია. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ სახელმწიფოებრივ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე. არც ამ საკითხში შემაქვს ეჭვი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთელ ამ პროცესში ჩვენ მეგობრები გვიჭერდნენ მხარს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტოშიო კაიტანისთან შეხვედრისას.

შეხვედრის დასასრულს, ქვეყნის პირველ პირს ტოშიო კაიტანიმ რწმუნებათა სიგელი გადასცა და საქართველოს პრეზიდენტს ქართულად მიმართა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)