Google+

სიახლეები

09.04.2013
მიხეილ სააკაშვილი: ნურეთინ ჩერმიკლი აშენებდა საქართველოს მაშინ, როდესაც რუსები ანგრევდნენ

მინდა გავიხსენო, რას მიყვებოდა ნურეთინ ჩარმიკლი - როგორ უყურებდა ხოლმე საზღვართან იმ პროჟექტორს, რომელიც თვალს უბნელებდა და საშუალება არ ჰქონდა სამშობლო დაენახა. მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდოდა გადმოსვლა, საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და საბჭოთა კავშირი, რუსები არ აძლევდნენ ამის საშუალებას.  

შემდეგ, ის გახდა პირველი ადამიანი ვინც დაიჯერა, რომ ბათუმი შეიძლება გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქი - ეს იყო ნურეთინ ჩარმიკლი.

მან ააშენა სასტუმრო „შერატონი“ მაშინ, როდესაც ამის არავითარი კომერციული საფუძველი არ არსებობდა.

მას უბრალოდ სურდა რაღაც გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის, ყოველგვარ მოგებაზე ფიქრის გარეშე.

ეს პირველი სასტუმრო გახდა სიმბოლო იმისა, რომ ბათუმის განვითარება დაწყებულიყო.

არ შემიძლია ეს არ დავაფასო და მას მადლობა არ ვუთხრა.

არასდროს არ დამავიწყდება, როდესაც ბატონი ნურეთინი ანაკლიაში ჩავიყვანე - ამ ადგილის ნახვამ მასზე ისეთივე ეფექტი მოახდინა, როგორიც იავნანამ ნაწარმოებში „იავნანამ რა ჰქმნა?“. უცებ გაახსენდა, რომ წარმოშობა სოხუმიდან აქვს და ისე იგრძნო თავი იმ გარემოში, იმ სიმწვანეში, იმ ზღვასთან, თითქოს, დაფრინავდა. სანამ იქ წავიდოდით შეუძლოდ იყო და გამოცოცხლდა კაცი!

აი, ეს არის მისი სამშობლო; აი, ასეთი ქართველები ცხოვრობენ თურქეთში!

შეიძლება, მისი შესაძლებლობების მქონე ძალიან ბევრი არ იყოს, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. მილიონობით არიან ისეთები, ვისაც საქართველო უყვარს და ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის; არიან ისეთებიც, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ქართული ენა და ნაზიარებია ქართულ კულტურას.

ეს ხალხი ჩვენ არ უნდა დავკარგოთ.

ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც ამ ხალხის ჩვენს ქვეყანში ინტეგრაცია მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ და ინტერესი არ დავუკარგოთ საქართველოს მიმართ.

ეს ძალიან სასარგებლოა ქვეყნისა და მისი ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

თურქეთის პრეზიდენტთან დღეს ძალიან კარგი, თბილი და ხანგრძლივი შეხვედრა და სადილი გვქონდა.

ასევე იცით, რომ პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მე ასეთი თბილი შეხვედრა არ მახსოვს. სხვათა შორის, იმ თემებზეც ვისაუბრეთ, რომლებზეც საქართველოში ბევრს კამათობდნენ და დღეს ნათელი გახდა, რომ, პრინციპში, საკამათო არც არაფერი გვაქვს.

ჩვენ სწორი პოზიცია გვაქვს და ეს ურთიერთობა კიდევ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მაშინაც კი, როდესაც რუსები გვბომბავდნენ, ნურეთინი აშენებდა. ეს სპეციალურად გადავამოწმე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო გრძელდებოდა თუ არა შერატონის მშენებლობა ნურეთინ ჩარმიკლის კომპანიის მიერ. ერთი მუშაც არ მოუხსნიათ, ერთი დღითაც არ გაუჩერებიათ საქმე და დღეს, როდესაც გეოპოლიტიკურ არჩევანზე ვკამათობთ.

სწორედ ეს არის ჩემთვის სიმბოლო.

ეს კაცი აშენებდა საქართველოს მაშინ, როდესაც რუსები ანგრევდნენ; აშენებდა თურქეთის მოქალაქე, მაგრამ, ამავდროულად, საქართველოს დიდი პატრიოტი, რომელსაც ერთი წამითაც არ დაუხევია უკან ბომბების ქვეშაც კი.

და ახლა, როდესაც ბევრს კამათობენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, როდესაც სრულიად მიუღებელ რაღაცებს გვახვევენ თავს, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი გვანგრევდნენ და ეს კაცი აშენებდა.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)