Google+

სიახლეები

09.04.2013
საქართველოს და თურქეთის  პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქ კოლეგას  აბდულა გიულს ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში პირისპირ შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას. ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს. საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო.

მხარეებმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თაობაზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაგრძელების აუცილებლობა. აბდულა გიული იმ რეფორმებითაც დაინტერესდა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო და განაცხადა, რომ მათი განხორციელება ახალმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განაგრძოს. თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაც გამოთქვეს. თურქეთის პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა რაბათის ციხის განახლებულ კომპლექსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართველ სპეციალისტებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის საქმეში. თურქ კოლეგასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილი იმ პრობლემურ საკითხისაც შეეხო, რომელიც თურქეთიდან აფხაზეთის მიმართულებით გემების უკანონოდ გადაადგილებას შეეხება.

მიხეილ სააკაშვილსა და აბდულა გიულს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში სამუშაო სადილიც გაიმართა, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლები გაფართოებული შემადგენლობებით დაესწრნენ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)