Google+

სიახლეები

04.03.2013
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი პოზიციების გამოხატვა და შეჯერება იყო. მისი თქმით, საუბრისას, ბევრი პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომელთა დაძლევა, მას უპირველეს ამოცანად ესახება. ამ თემებს შორის, მიხეილ სააკაშვილმა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხები გამოყო. განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მისი განცხადებით, ყველას ერთი ამოცანა აქვს და მთავრობისა და ოპოზიციის ვალია ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველო ვერასდროს ვერავინ დააბრუნოს უკან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს მთავარია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარება.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მსგავსი შეხვედრებისა და პოლიტიკური  დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, ქვეყანაში პროგრესის გაგრძელების წინაპირობა იქნება. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ერთობით ყველა მიზნის მიღწევა შეიძლება და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის განვითარების გეგმებსა და პერსპექტივაზე მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად იმუშავებენ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)