Google+

სიახლეები

03.03.2013
მიხეილ სააკაშვილი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რომლის  ფარგლებშიც ქვეყნის პირველმა პირმა სასოფლო-სამეურნეო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯსაც ეწვია და სწავლების მეთოდსა და დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა სასწავლებლის სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განათლების სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა,რომ ახალი თაობა აქტიურად უნდა იყენებდეს ტექნიკის უახლეს მიღწევებს.

 მიმართვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)