Google+

სიახლეები

02.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს მიმართა

პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს იტყვით მიმართა.

„საქართველოს აქვს პრობლემები, მათ შორის, ტერიტორიული. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ჩვენზე ასჯერ დიდი მეზობლის მიერ. იმ ქვეყნებს, ვისაც აქვს იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის გამოცდილება კარგად ესმით რას ნიშნავს პოსტკოლონიური და პოსტიმპერიული სინდრომი, როდესაც შენი ტერიტორია არ გყოფნის და სხვისი ტერიტორიის მითვისება გინდა. ჩვენ გვსურს მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ეს თემები, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის თითქმის ნახევარი მილიონი მოქალაქე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. ეს ტერიტორიები დაცარიელებულია, აფხაზეთის ნახევარი, პრაქტიკულად, ცარიელია.  ასევე, თითქმის, მთლიანად ცარიელია ცხინვალის რეგიონი - მხოლოდ ექვსი, თუ შვიდი ათასი ადამიანია იქ დარჩენილი. ამგვარად, ვიცი, რომ არის ლობირება იმის თაობაზე, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ზოგიერთი თქვენგანის ქვეყანაში ეს ტერიტორიები აღიარებული იყოს  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მადლიერი ვართ, რომ თქვენ პატივს სცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ამ დანაშაულისა და უსამართლობის დაკანონება იქნებოდა დიდი საერთაშორისო უკანონობა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი დღევანდელ მსოფლიოში ბევრს ნიშნავს, სამართლიანობის განცდა დიდია, იმის გამო, რომ თქვენ ხართ პასუხისგებლობით აღსავსე ქვეყნების წარმომადგენლები, ჩვენ მოვახერხეთ ამ საკითხების დაცვა, დღესაც ვახერხებთ და თქვენთან ერთად, იმედია, მომავალშიც მოვახერხებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)