Google+

სიახლეები

12.02.2013
მიხეილ სააკაშვილმა და შტეფან ფულემ ერთობლივი განცხადებების გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით.

მიველსამები ევროკომისარ შტეფან ფულეს.

თქვენ იცით, რომ ყველა იმ მოვლენის ფონზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც არასდროს აქტუალურია ჩვენი ევროპული ორიენტაციის საკითხი.

წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი ვილნიუსში.

მე ყოველთვის  მქონდა იმედი ჩვენ მივდიოდით აქამდე, რომ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო განცხადება ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის თაობაზე.

ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში დავესახელებინეთ ევროკავშირის წევრობის შესაძლო კანდიდატად. ეს იქნება ნამდვილი გეოპოტლიკური გარღვევა საქართველოსთვის და ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის.

მეორე მხრივ, ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულება გაფორმდეს. ეს არის მართლაც ძალიან ისტორიული მომენტი საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, საქართველოს შიგნით ჩვენ ბევრი განსხვავება და უთანხმოება გვაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შიდა პოლიტიკამ არ დაგვაკარგინოს ეს ისტორიული შანსი. ჩვენ არ ჩამოვრჩეთ მატარებელს, რომელიც ნოემბერში ვილნიუსიდან გავა და შესაძლოა, შემდეგმა მატარებელმა უკვე მრავალი წელი აღარ ჩამოიაროს.

ახლა ძალიან ფაქიზი და საფრთხილო დროა. ამიტომ  ჩემი მოწოდება ევროინსტიტუტებისადმი დღეს, როგორც არასდროს,  არის საქართველოს ინტეგრაციის გაგრძელება.

საქართველოს დაახლოება ევროპასთან უნდა გაგრძელდეს, ამიტომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ არც ერთი სხვა გაერთიანებისკენ. სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ ინიციატივა ქვეყნის შიგნით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ის, რაც წერია ხორვატიის კონსტიტუციაში, რაც წერია ესტონეთისა და ლიტვის კონსტიტუციაში.

ჩვენ არ უნდა შევიდეთ არც ერთ სხვა გაერთიანებაში ევროკავშირისა და ნატოს გარდა და ქვეყნის შიგნით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ კონსესუსს და ეს პრობლემები მოვხსნათ, სიტუცია დავაწყნაროთ და გადავიდეთ თანამშრომლობის რეჟიმში.

არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დააკარგინებს გრძელვადიან ევროპულ მომავალს.

ყოველივე ის, რაც ჩვენს ქუჩებში ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, ის, რაც ხდება თუნდაც ამ  კამერების მიღმა, გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.

ახლა ჩვენ ყოველგვარ პირად ამბიციებზე მაღლა უნდა დავდგეთ და მთავრობამ და პრეზიდენტმა, როგორც არასდროს, უნდა ვიმუშავოთ ერთად.

სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მზად ვარ რეგულარულად შევხვდე პრემიერს და ჩვენი საზოგადოების განვითარების საკითხებზე ვიმსჯელოთ.

ჩვენი ქვეყანა ყველამ ერთად უნდა წავიყვანოთ წინ, რადგან საქართველო და ჩვენი ევროპული მომავალი ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციები.

ამ ცალკეულ პოლიტიკოსებში მეც შევდივარ, პრემიერ-მინისტრიც და ნებისმიერი სხვაც.

აი, ეს არის ის, რაც ჩვენ განვიხილეთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ევროპისგან დახმარება სჭირდება, საქართველომ ევროპისკენ უნდა გააგრძელოს სვლა და დაუახლოვდეს  ამ ინსტიტუტებს.

ჩვენ სხვა შესაძლებობები, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.

ეს არის ჩემი მოწოდება.

დღეს ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება ეს დაახლოება და თანადგომა ევროპისგან.

დიდი მადლობა. 

 

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე:

ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენთან საუბარი.

ჩემთვის სასიამოვნო იყო თქვენთან მესაუბრა იმ კრიტიკულ საკითხებზე, რომელთა წინაშეც თქვენი ქვეყანა დგას.

ყოველთვის სასიამოვნოა გესაუბროთ თქვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და თქვენს ევროპულ გეგმებზე.

ვიცი, რამდენი ძალისხმევა ჩადეთ ამაში და კიდევ რამდენ ძალისხმევას დებთ იმისათვის, რომ საქართველომ სარგებელი ნახოს.  

მინდა 5 მოკლე პუნქტი ჩამოვაყალიბო:

პირველი: დიახ, ერთი მხრივ, არის კავშირი იმათ შორის, თუ როგორ აღიქვამენ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები აღმოსავლეთის პარტნიორობას და ევროპული გადმოსახედის როლს, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების პროცესს.

ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, ეს იქნება სამიტი, რომელიც წინ წაგვწევს ევროპული გადმოსახედიდან არა რაიმე პოლიტიკურ დეკლარაციაზე ან მოსალოდნელ მაღალფარდოვან მოლაპარაკებაზე დაყრდნობით, არამედ რეფორმების პროცესის დამსახურებით და შედეგს მოუტანს ჩვენს პარტნიორ ქვეყანას საქართველოს.

ამ მხრივ, ქვეყანას კარგი ანგარიში აქვს და იმედი მაქვს, ეს უახლოეს თვეებშიც გაგრძელდება.

მეორე:  დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში ამბიციური სამიტი გაიმართება. ის ამბიციური იქნება იმ თვალსაზრისით, რომ გაკეთდება იმ პროგრესის პოზიტიური შეფასებები, რომელსაც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებმა მიაღწიეს.

ასევე სამიტი ამბიციური იქნება სამომავლო კურსის მხრივაც.  ჯერჯერობით, ვერ ვხედავ 49-ე მუხლზე ლაპარაკის როლს. ვფიქრობ, მოლოდინის მართვა აღმოსავლეთის პარტნიორობის დღევანდელ არაფორმალურ დიალოგში მნიშვნელოვანი ელემენტია.

სხვათა შორის, მეორე სამიტის მასპინძლობის ინიციატივა ძალიან დასაფასებელია, რადგან დღეს, ფაქტობრივად, ამ მოლოდინის ფორმირება დავიწყეთ.

მესამე: ვფიქრობ, ყველაზე საუკეთესო ამბავი, რომელიც საქართველოს შეუძლია ვილნიუსის სამიტზე ჩაიტანოს, არის ასოცირებული წევრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება, რომელიც ასევე მოიცავს ეკონომიკური ინტეგრაციის შეთანხმებასაც.

აი, ასე აღვიქვამ მე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებს და შემდეგ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე გადასვლას. ამასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ, ჩემი კოლეგა სესილია ძალიან მალე მოემზადება, რაც ქართველი ლიდერებისთვის უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირსა და შენგენის ფარგლებში უვიზო მიმოსვლისკენ სწრაფვის დაკმაყოფილების საფუძველი.

ჩემი აზრით, საქართველომ პასუხი უნდა გასცეს იმ სერიოზულ რეაქციას, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებით მოტანილმა კოჰაბიტაციამ გამოიწვია - პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კოჰაბიტაციამ; კოჰაბიტაციამ რომელიც არ არის მარტივი პროცესი არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ისეთ ქვეყანაში კი, რომელსაც დემოკრატიული მაჩვენებლები აქვს და სადაც ორივე მხარეს პოლიტიკოსები დაინეტერსებული არიან ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულებაში, შედეგის მოტანა შეუძლებელი არ არის. პირადად მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკოსები ამ შედეგს მოიტანენ.

მეოთხე: აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ პრეზიდენტს, რომ ეს ისტორიული შანსია, არა მხოლოდ ვილნიუსის სამიტი, არამედ გზა, რომელიც დღეიდან ვილნიუსის სამიტამდეა. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ და ზოგიერთმა ქართულმა ინსტიტუტმა ბევრი უნდა იშრომოს ჩართულობისა და კონსტიტუციური გზის გათვალისწინებით.

და ჩემი ბოლო, მეხუთე პუნქტი: მე და პრეზიდენტს ძალიან გულწრფელი დიალოგი გვქონდა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზეა. ვაფასებ იმას, რომ თქვენი აზრი გამიზიარეთ ყოველივე ამის თაობაზე. ახლა მე ველი იგივე თემაზე დიალოგს პრემიერ-მინისტრთან.

დიდი მადლობა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)