Google+

სიახლეები

02.02.2013
„ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას უქმნის საკუთარ თავსა და საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში განაცხადა.

 

ქვეყნის პირველი პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა

„მე უფრო ვისურვებდი, რომ ამ მთავრობამ აამოქმედოს ბერკეტები და ხალხს დაეხმაროს, ყველა მთავრობას თვითონ შეუძლია საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა.ჯერჯერობით ამ მთავრობას ოპოზიციის დახმარება სამწუხაროდ, არ სჭირდება.

 გუშინწინ, პანტიკო თორდიამ და მისმა აქციონერებმა გააკეთეს განცხადება, რომ მე ვიყავი საავიაცო ქარხნაში, რომლის უკან გადაცემის იდეა პანტიკო თორდიასთვის საქართველოს მთავრობაში  მუსირებდა, რომელიც 2010 წელს თავდაცვის სამინისტრომ წამოიღო, ფეხზე დააყენა, მუშებს ხელფასები დაურიგა, წინა წლების გაფლანგვა და განადგურება შეაჩერა და გამოუშვა "ლაზიკა", "დიდგორი". კლასიკური ნიმუშია, რომ ყველა ადამიანი, რომლებსაც თავის დროზე ძარცვის და კრიმინალის, საქართველოს განადგურების საშუალება არ მივეცით და ხელი შევუშალეთ ამაში, მათ შორის ჩახალიანი, რომელიც მიჩივის საქართველოს პროკურატურაში, მათივე წახალისებით და ეს ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას უქმნის საკუთარ თავს და საქართველოს ხალხს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)