Google+

სიახლეები

17.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლების  მიზნით მოლაპარაკებებს გამართავს

დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტი და  თბილისის მერი არაბეთის  გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრნენ. აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების  განახლების მიზნით მოლაპარაკებები  გაიმართება.

საემიროებიდან მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 21 იანვარს დაგეგმილია პრეზიდენტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა.

საპარლამენტო ასამბლეაზე გამომსვლელებს შორის ასევე არიან ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლას ევერინო.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუზნიეკსთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა რანგის ორმხრივი შეხვედრებიც.  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 21-25 იანვარის ფარგლებში გაიმართება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)