Google+

სიახლეები

03.11.2012
მიხეილ სააკაშვილსა და ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ის პროგრესი იყო, რასაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამავე სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა იმსჯელეს დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო მდივანს მოუწოდა, რომ გამოიყენონ შანსი, რომელიც გაჩნდა ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებისა და ხელისუფლების გადაბარების ფონზე და მინისტერიალმა იმსჯელოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესზე. 

საუბრის დასასრულს  სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოებრივ მიდგომას ქვეყნის შიდა საკითხებისადმი.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)