Google+

სიახლეები

16.10.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძემ   მედიასაშუალებებს ინფორმაცია პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებისა და რეგიონებში რწმუნებულების დანიშვნის თაობაზე მიაწოდა.

„საქართველოს კონტიტუციისა და საქართველოს  მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქრთველოს კანონის 27-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი  იყენებს თავის უფლებამოსილებას და პრეზიდენტის რწმუნებულებად ნიშნავს: კახეთის რეგიონში - ზურაბ ჭიაბერაშვილს, იმერეთის რეგიონი - ვახტანგ ბალავაძეს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - ზაზა გოროზიას და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში - გიორგი ჭელიძეს“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა, არის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ.

„საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ:

საქართველოს  მოქალაქეობის შესახებ  საქართველოს ორგანული  კანონის 27-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი, დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს.“

პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანებულება ამოქმედდება ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.  

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)