სიახლეები
10.10.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაკმაყოფილებულია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე. ამავე განკარგულების საფუძველზე, მასვე დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება.