Google+

სიახლეები

20.09.2012
სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ბინები საჩუქრად გადაეცათ 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ისანი-სამგორის რაიონში „სამხედრო ქალაქში“ ახლადაშენებული ბინები უსასყიდლოდ გადასცეს. ქვეყნის პირველმა პირმა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახების წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ სახელმწიფო დანაპირებს ამჯერადაც ასრულებს და სამხედრო მოსამსახურეებს ახალ ბინებს დათქმულ ვადაში გადასცემს.

გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხსაც შეეხო და ქართული არმიის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყოველ სამხედრო მოსამსახურეს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და ფასდაუდებელია მათი თავგანწირვა სამშობლოს დაცვის საქმეში, როგორც მან აღნიშნა ამას ვერც ერთი პოლიტიკური მოღვაწის საქმიანობა ვერ შეედრება.  

პრეზიდენტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, არის ისეთი  ხარვეზებიც, რომლებიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემა მკვეთრ ცვლილებებს მოითხოვს. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ამ ცვლილებების ეფექტიანად განხორციელებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრი შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ბინის პირველი გასაღები ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმის, კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახს გადასცა.  მიხეილ სააკაშვილმა ბინის გასაღები ასევე გადასცა სერჟანტ კახაბერ მანგოშვილს, კაპრალ ბესიკ ბურდულს, ვიცე პოლკოვნიკ ზურაბ გელაძეს და მაიორ ბექა ამბროლაძეს. ამას გარდა, ბინები მიიღეს ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაღუპული, დაჭრილი სამხედროების ოჯახებმა, მისიაში მონაწილე ბატალიონის მეთაურებმა და ასევე იმ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხი და მეტი წელია მსახურობენ და არ გააჩნდათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი.

მომავალი წლის მარტში, „სამხედრო ქალაქში“ ახალ ბინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 600 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)