Google+

სიახლეები

18.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კარბამიდის ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის ინდუსტრიულ ზონაში (დაბა ყულევში) კარბამიდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა  საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და მას განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ქარხნების გახსნა მთლიანად გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას. როგორც მან განაცხადა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ფოთში მილიარდის ინვესიტიცია განხორციელდება და ქალაქი ნელ-ნელა ინდუსტრიული ცენტრი გახდება. როგორც მან აღნიშნა, ფოთში მოყვანილია მაღალი წნევის ბუნებრივი გაზი, რომელიც აქამდე არ იყო; მისულია რკინიგზა; აშენდა გადამზადების ცენტრი, სადაც ხალხს კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი პროფესიის ათვისების შესაძლებლობა ეძლევა; მომავალ წელს იხსნება აეროპორტი; ფართოვდება პორტი  - ამ პროექტების განხორციელებას სამი წელიწადი დასჭირდა და ყოველივე ეს, მისი თქმით იმისთვის კეთდება, რომ ფოთი გაძლიერდეს.

პრეზიდენტმა ყურადღება ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ლაზიკას პორტში ასობით მილიონის ინვესტიცია განხორციელდება, რასაც ქალაქის მშენებლობაც მოჰყვება. მისი განცხადებით, ამ პროექტში ჩადებული თანხა, გასამმაგებული და გაოთხმაგებული რაოდენობით უნდა გადანაწილდეს მთელ საქართველოზე. ანაკლიაში მიმდინარე აღმშენებლობა კი, მიხეილ სააკაშვილის თქმით,  სიმბოლოა ოკუპაციის ზოლს მიღმა დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი ახალი მშენებლობა, ახალი სიცოცხლის დასაწყისია და საქართველოს გრძელვადიანი, მრავალწლიანი გეგმების განხორციელებით, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს სარგებელი.

კარბამიდის მწარმოებელ ქარხანას აზერბაიჯანული კომპანია "სოკარ ჯორჯია ინვესტმენტი" აშენებს და ის 24 ჰექტარზე იქნება განთავსებული. საწარმოს მშენებლობაზე 1500 ადამიანი დასაქმდება, ხოლო უშუალოდ წარმოებაში - 300 ადამიანი. პროექტში 700 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. წარმოებული პროდუქცია, ექსპორტის სახით, საერთაშორისო ბაზრებზეც გავა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)