Google+

სიახლეები

21.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტური დასაქმების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამის Summer Job-2012 მონაწილეებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილი მათ იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდა თაობას დემოკრატიულ სახელმწიფოს პირობებში ეძლევა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება განათლების ახალ პროგრამებზე გაამახვილა და მათ სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს ქვეყნის ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში აქტიურობისკენ მოუწოდა და მათ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ურჩია.

„დღეს აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია ვაწარმოო, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტმა მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. მე გთხოვთ, არავის არ გადააბაროთ თითოეული თქვენგანის ძალიან ხანგრძლივი,  გრძელვადიანი მომავალი. თქვენი არჩევანი არავის არ ჩაუგდოთ ხელში და არ მისცეთ ამის  საშუალება, რადგან ამ ქვეყანაში თქვენ ძალიან დიდი ხანი უნდა იცხოვროთ. არ გააკეთოთ ისე, რომ შემდეგი 70-80 წლის განმავლობაში, სანანებლად გექცეთ ის, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და ვიღაცამ თქვენს ნაცვლად გადაწყვიტა თქვენი ბედი...  ვიყოთ დარაზმული, თავისუფალი, ერთიანი, ძლიერები და პატრიოტები, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ეს არის ის ერთადერთი რამ, რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა“, - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)