Google+

სიახლეები

18.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბახმაროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროს ესტუმრა. გვიან ღამით იგი ადგილზე გაეცნო კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და რამდენიმე ის ობიექტი დაათვალიერა, რომლებიც მალე ამოქმედდება. ქვეყნის პირველი პირი მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებსაც გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ  სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 24-საათიანი რეჟიმით ასრულებენ. ბახმაროში გაიხსნება კინოთეატრი, სასტუმრო, კაფე, სპორტული მოედანი, ამბულატორია, აფთიაქი და სუპერმარკეტი. 

 
სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების მიზნით, ბახმაროში იგეგმება სათხილამურო ტრასების მშენებლობაც. 
 
კურორტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ასეულობით ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)