Google+

სიახლეები

18.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი პროქტის „მეამაყება საქართველო“ მონაწილე ახლგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში გვიან ღამით პროქტის „მეამაყება საქართველო“ მონაწილე ახლგაზრდებს შეხვდა და მათ ამ და სხვა კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდებს ინიციატივაც შეუქო და ყურადღება ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა. 

 
„რამდენიმე თვის წინათ ბახმაროში გზა მთლიანად მონგრეული იყო და არც გარე განათება იყო და არ შიდა. ახლა აქ აშენდა სასტუმრო, გაკეთდა სუპერმარკეტი, ამბულატორია, აფთიაქი. მომავალ წელს შიდა გზებიც ასფალტის იქნება, გაკეთდება ძალიან დიდი მოედანი. ჩვენ უნდა დავაგოთ გზები და ყველა სახლთან უნდა მივიდეთ კარგი გზით. წელს დავაყენეთ ქარის რადარები, ვაკეთებთ მონიშვნებს და მომავალ წელს ბახმარო სათხილამურო კურორტიც გახდება. თავდაპირველად, მესტია გავაკეთეთ, შემდგომ აჭარაში გავაკეთეთ რამდენიმე პატარა კურორტი, დიდი კურორტის მოსამზადებლად და წელს აჭარაში უკვე გვექნება. ბახმაროში ამას მომავალ წელს გავაკეთებთ. ახლა პარალელურად თეთნულდზე ვაკეთებთ, რასაც 2 წელიწადი დასჭირდება. საქართველოში ბევრი გამაოგნებელი ადგილია, ბევრი ისეთი რამ გაჩნდა, რაც უცხოეთში არ არის ან აღარ გვაკვირვებს, რადგან ჩვენთანაც არის. ბოლო სამი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რაბათის ციხის კომპლექსი გაიხსნა, ახალციხეში უკვე 25 ათასი ადამიანი ჩავიდა... ძალიან მომწონს თქვენი პროექტი, არაჩვეულებრივი ინიციატივაა და ენთუზიაზმს სხვებსაც უღვივებთ. მომავალ წელს აქ დიდი განათებული მოედანი დაგხვდებათ, ყველა შიდა ქუჩას გავანათებთ და მოედანზე ატრაქციონებს დავამატებთ. აქ წარმოუდგენელი ბუნებაა, უბრალოდ, ხელის შევლებაა საჭირო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან საუბრისას.  
 
ახალი პროექტი ბახმაროდან დაიწყო და საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა აქ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან მოიყარეს თავი და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩაერთვებიან. მათთან ერთად პროექტში ადგილობრივებიც იღებენ მონაწილეობას. დღესვე ბახმროში ერთდროულად რამდენიმე ფოლკლორული და კულტურული ღონისძიება გაიმართება.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)