Google+

სიახლეები

16.08.2012
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოში ოქროს ეპოქა იწყება“

მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან სანდრა ელისაბედ რულოვსთან და უმცროს ვაჟიშვილთან ნიკოლოზთან ერთად რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო.  ამ დღისთვის საქართველოს საგანგებოდ ესტუმრა ცნობილი მომღერალი შარლ აზნავური, რომლის პატივსაცემად, რაბათის უბანში პრეზიდენტმა მისი სახელობის ვარსკვლავიც გახსნა.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გრანდიოზული კომპლექსის რეაბილიტაციაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოქროს ეპოქა იწყება.  

„არსებული გაჭირვებისა და პრობლემების ფონზე, იმის ფონზე, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში მაინც იწყება ოქროს ეპოქა. ამის შესახებ მე და მეუფე ნიკოლოზი ვსაუბრობდით კიდეც. ეს ხანა სიღნაღიდან დაიწყო, შემდეგ იყო ბათუმი, ახლა კეთდება თელავი, მესტია და მთლიანად სვანეთი, ასევე ახალციხე - ეს წარმოუდგენელი, მსოფლიო დონის მიღწევაა. ასევე აშენდება ლაზიკა, კეთდება ქუთაისი, თბილისის ცენტრი გაკეთდა ისე, როგორც არასდროს ყოფილა ჩვენი ქალაქის ისტორიაში. ამდენად დიდი აღმშენებლობა, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, არასდროს ყოფილა. ეს საქართველოს ოქროს ეპოქაა და ყველაფერს დაემატება სოხუმი. ამას წინათ,  დიდგორობას ვზეიმობდით. დავით აღმაშენებელს 10 წელზე მეტი დასჭირდა, ვიდრე თბილისს აიღებდა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დრო და ვაშენოთ ყველაფერი, განვახორციელოთ რეფორმები, არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა წამოვეგოთ მტრის ანკესს, უნდა ვიმოძრაოთ წინ და საბოლოოდ, ყველაფერს დავიბრუნებთ. შეუძლებელია, რომ ქვეყანა, რომელიც მსგავს რამეებს აშენებს, არ გამთლიანდეს. ეს ააშენა არა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, არამედ ხალხმა. მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, დღე და ღამე არ გაჩერებულან. თვალებს არ ვუჯერებდი, რომ მინუს 30 გრადუსშიც არ ჩერდებოდა მშენებლობა. აი, ეს შეუძლიათ ქართველებს! მსგავსი რამის 9 თვეში აშენება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მინდა, რომ ყველას გვესმოდეს - საქართველოში ჯერ კიდევ არის მნგრეველთა ბრიგადა, მაგრამ არის მშენებლებისა და აღმშენებლების ძალიან დიდი კლასი; ხალხი, რომელიც საკუთარი ხელით ქმნის ამ ოქროს ეპოქას. მსურს, ამ ხალხს უღრმესი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

რაბათის ციხის გახსნის საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)