Google+

სიახლეები

18.07.2012
მიხეილ სააკაშვილი ისმეთ ილმაზს შეხვდა

დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის  შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.  საუბარი შეეხო ქართველი ჯარისკაცების  ავღანეთში, ISAF -ის მისიაში წარმატებით მონაწილეობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.პრეზიდენტმა  თურქეთის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აქტიური თნამსრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა რომ საქართველო და თურქეთის ურთიერთობები სამაგალითოა.

,,თურქეთთან ძალიან დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ყველა სფეროში, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. თქვენ იცით, რომ 2014 წელი გამოცხადდა ნატოს გაფართოების წელიწადად და საქართველოს უკვე გაუჩნდა რეალისტური შანსი ნატოში  გაწევრიანების, რაც არის ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების  გარანტი. თურქეთი არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ჩვენი ნატოში გაწევრიანების პროცესში, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ.  ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი კეთილმეზობლობისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში და ჩვენ თვითონ ვიყოთ მისი სრულუფლებიანი მონაწილე. ბოლო ხანებში ეს გახდა უფრო რეალისტური, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ასევე ჩვენ მადლობელი ვართ იმისა, რომ ყველაზე რთულ წლებში, მათ შორის 2008 წლის შემდეგ თურქეთთან არც-ერთ სფეროში არ შეგვიწყვეტია თანამშრომლობა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში,    ეს იყო თურქეთის მხრიდან რეალური მხარდაჭერის,  მეგობრობის,  კეთილმეზობლობის გამოხატულება. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!“-განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თურქეთის  ეროვნული თავდაცვის მინისტრმა   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში სრული მხარდაჭერა  გამოთქვა.

,,საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონში უსაფრთხოების გარანტია. ჩიკაგოს სამიტზე თურქეთმა ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან  დაკავშირებით და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველთვის გავუწევთ მხარდაჭერას. ყველაფერს გავაკეთებთ რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამ პოზიციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე ვაფიქსირებთ. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ რომ ამ სფეროში თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდეს.“ - განაცხადა ისმეთ ილმაზიმ , რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში ასევე განსაკუთრებით გამოყო ის ერთობლივი პროექტები რომელსაც ქყეყნები ცარმატებით ახორციელებენ. მისივე თქმით ,ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენება და ქვეყნებს შორის უპასპორტო მიმოსვლა იმის ნათელი მაჩვენებლია თუ როგორი ურთიერთნდობა არსებობს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის. 

შეხვდერაზე სტუმარს საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები და გატარებული რეფორმებიც გააცნო. 

ისმეთ ილმაზიმ იუსტიციის სახლი და ის ციფრული მომსახურების სერვისები დაათვალიერა, რომელიც იუსტიციისა და საჯარო სექტორებში განხორციელებული რეფორმების შედეგად ამოქმედდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)