სიახლეები
17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თბილისი-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთზე მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიხეილ სააკაშვილი თანაუგრძნობს დაშავებულთა ახლობლებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს.
„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გზებზე გადაადგილებისას იყოთ ძალიან ფრთხილად - საქართველოს არა ჰყავს არც ერთი დასაკარგი ადამიანი და არც ერთი დასაკარგი სიცოცხლე“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.