Google+

სიახლეები

17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევების შესახებ საუბრით დაიწყო. მანანა მანჯგალაძის განმარტებით, ის მხარდაჭერა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიას საზოგადოების მხრიდან აქვს, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მიუთითებს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე.

”ხელისუფლების ამოცანაა აქტიურად იმუშაოს უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად, მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა და დაეხმაროს ქართულ სოფელს. აუცილებელია უფრო მეტის გაკეთება, რათა თითოეულმა ოჯახმა მეტი სარგებელი ნახოს”, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ამას გარდა, მანანა მანჯგალაძე შეეხო პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად, ახალი მთავრობის კიდევ უფრო მეტ აქტივობას ითვალისწინებს.  

“ხელშეკრულება საქართველოსთან” – ეს ის ფორმატია, რომლის ფარგლებში ჩვენ მივალთ ყველა ოჯახში, რათა გავაცნოთ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შევასრულოთ ჩვენი დანაპრები. დანაპირები, რომელიც ახლადჩამოყალიბებულმა მთვრობამ ჩვენს საზოგადოებას მისცა. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ის პროცესი, რომელიც გუშინ მთელ საქართველოში დაიწყო და რომლის ფარგლებში ასეულობით ათასობით ჩვენი პენსიონერი ჯანდაცვის პოლისს მიიღებს. პოლისებს მიიღებენ 0-დან 6 წლამე ასაკის ბავშვები და სტუდენტები. ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის საბოლოო მიზანი, საქართველოში საყოველთაო დაზღვევის შემოღებაა. მოგეხსენებათ, გუშინ მიხეილ სააკაშვილი ბათუმში სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს დაესწრო და შესაბამისს უწყებებს მითითებები მისცა”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც მანანა მანჯგალაძემ გაამახვილა ყურადღება, იყო პრეზიდენტის პოზიცია ქართული ეკლესიის, უპირველეს ყოვლისა, მისი უწმინდესობის, კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

“ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ არჩევნების ღირსეულად გამართვა სამართლიანობის, დემოკრატიული პრინციპების ნორმების დაცვით. მნიშვნელოვანად მიგვაჩნია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა, რომელიც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თამაშის წესებსა და თანაბარ პირობებს საარჩევნო კამპანიის მთელ პერიოდში სთავაზობს. გასახარია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიზიარა და აღნიშნულ ინიციატივასთან შეერთების მზადყოფნა გამოთქვა”, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, 16 ივლისს საქართველოს პრეზიდენტიმა ხელი მოაწერა საქართველოს ორგანულ კანონს, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.  აღნიშნული კანონის თანახმად: „მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ეკისრება ვალდებულება, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20 პროცენტისთვის. ზემოაღნიშნული ვალდებულება იმოქმედებს არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში.

 შესაბამისი სუბიექტების მიერ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელმა გაითვალისწინა აგრეთვე სათანადო სამართლებრივი მექანიზმები ზემოაღნიშნულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)