Google+

სიახლეები

16.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში იუსტიციის სახლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზუგდიდს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულაც პირადად ჩადო. ქვეყნის პირველი პირი ადგილზე გაეცნო ქალაქის განვითარების გეგმასაც, რომლის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ბიზნესპროექტი განხორციელდება.

„ზუგდიდი გახდება ძალიან ლამაზი ევროპული ქალაქი 100 ათასიანი მოსახლეობით. ამ პროექტებთან ერთად აუცილებელია წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. ფოთი, ლაზიკის ზონა და ზუგდიდი ერთმანეთს შეავსებს. მთავარია, რომ საწარმოები გაიხსნას და ხალხი გადავამზადოთ და მათ ხელი შევუწყოთ. იმ პირობებში, როდესაც ანაკლია განვითარდა, სვანეთი ვითარდება, ფოთში იხსნება აეროპორტი, ლაზიკას მშენებლობა დავიწყეთ და ეკონომიკურ ზონას ვქმნით, ჩნდება იმის შანსი, რომ ზუგდიდი აღარ იყოს  ჩიხი. ახლა ტურისტული პოტენციალის ზრდასთან და ინდუსტრიის შემოსვლასთან ერთად, ზუგდიდი ხდება ცენტრი. ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ხელშეწყობაა საჭირო, უბრალოდ, ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ზუგდიდში იუსტიციის სახლის მშენებლობა, დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება და მოსახლეობა 250-მდე სერვისს ერთ სივრცესა და უმოკლეს დროში მიიღებს. პროექტის ფარგლებში ასევე გაიხსნება ახალგაზრდული სკოლა და ლიდერთა სახლი. მშენებლობაზე 100-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამას გარდა, კეთილმოეწყობა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია - იგეგმება დასასვენებელი პარკის მშენებლობა, რომელიც 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გადაიშლება. პროექტი სამი ზონისგან შედგება და პირველ ეტაპზე მოეწყობა თანამედროვე გასართობი და დასასვენებელი ზონა საბავშო ატრაქციონებით, კაფეებით, საკონცერტო მოედნით, შადრევნებითა და ველობილიკებით. მომავალ წელს მოხდება ბოტანიკური ბაღისა და დადიანების სასახლისა და მის უკან მდებარე ბაღის სრული რეაბილიტაცია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)