Google+

სიახლეები

21.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე  სიტყვით წარსდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული რეფორმების შესასწავლად და მათ გასაზიარებლად, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები სტუმრობენ. იგი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.    

ახალგაზრდა ატლანტიკოსტთა სამიტი 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერები ესწრებიან. სამიტის მიზანია ალიანსის სამომავლო გამოწვევებისა და პრიორიტეტების  განხილვა. შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად შეეხებიან პარტნიორობის გაღრმავებას მსოფლიოს მასშტაბით.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)