Google+

სიახლეები

15.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა. სააღდგომო ლიტურგიას მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ქართველ ერს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და უკეთესი მომავალი და ქვეყნის გამთლიანება უსურვა.

„ვფიქრობ, ისე არაფერი არ შეესაბამება ქართველი ერის ოპტიმისტურ ბუნებას, როგორც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რადგან ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ბოროტების სიკეთით დამარცხებისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ყოველივე ეს კი, არის ის, რასაც განასახიერებს საქართველო. საქართველოს იდეა არის სიკეთის მუდმივი გადარჩენა და გამარჯვება. ამიტომ, მინდა მთელ ერს, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივულოცო ეს დღესასწაული და ყველას ვუსურვო უკეთესო ხვალინდელი დღე, ჩვენი იმედების გამართლება და, რაც მთავარია, საქართველოს გაერთიანება. რა თქმა უნდა, ამ დღეს, როდესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მისი 20 პროცენტი ოკუპირებულია მტრის მიერ, ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი სალოცავები ფეხქვეშ ითელება; ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდება საკუთარ სახლებში. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მდგომარეობაა და საბოლოოდ, ის უკეთური ძალა, რომელიც ამას ჩადის, აუცილებლად დამარცხდება და უკან დახევს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს რწმენა გვასულდგმულებს მეც და, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ პატრიოტს. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ მათგანს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო'' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)