Google+

სიახლეები

15.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გუიდო ვესტერველეს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბრისას, ყურადღება საქართველოს და გერმანიის ურთიერთობის მრავალმხრივ ფორმატზეც გაამახვილეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხნენ და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. გერმანულმა მხარემ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური რეფორმები.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქართველ კოლეგასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და  ხელისუფლების სხვა წევრებთან.

გუიდო ვესტერველე საქართველოს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და მასთან ერთად ვესტერველე საქართველოში გერმანიის მთავრობის რწმუნებულთან ადამიანის უფლებათა საკითხებში მარკუს ლიონინგი და გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებიან. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)